1.
მე შინ მოვედი! - არ ვარ თვითმარქვი.
პურისთვის გარჯაც არა მაქვს წესად,
ვნება ვარ შენი...და კვირის უქმე,
მეშვიდე დღე და მეშვიდე ზეცა.
იქ, იმ მიწაზე გროშის სანაცვლოდ
გულს ქვა მეკიდა, ვიყავ მსახური!
შმაგი სატრფო ვარ! - ნუთუ ვერა მცნობ -
ფსიქეა - მერცხლად გარდასახული!...
2.
ჰა, მოალერსევ, ეს ჩემი ფლასი,
ადრე რომ ერქვა ნაზი სხეული,
მთლად გაიცრიცა ის სილამაზე.
მხოლოდ ორი ფრთა შემრჩა ჩვეული.
შემმოსე შენი დიდებულებით,
გადამარჩინე, მადლი გაიღე...
ხოლო ძონძები ღარიბულები
შესაწირავად - ტაძრად წაიღე!...