Litclub.ge

შაშვი
ვიღაცამ ჩახმახს გამოჰკრა თითი,
თოფმა იქუხა პატარა ბუჩქთან,
მწვანე ბალახზე დაეცა ჩიტი,
შეწუხდა ბაღი და ტყე შეწუხდა.

აღარ ისმოდა ჭიკჭიკი ბაღში,
აღარ ატკბობდა ტყეებს მგოსანი,
პატარა პოწკზე ტიროდა შაშვი,
შავად მოსილი და შაოსანი.