Litclub.ge

ზამთრის მინიმა
ახლა რომ ჩავწვე გაზაფხულამდე 
და ლოყის ქვეშ, თათებივით, 
ლექსი დავიდო, 
ჩემი ქოთნის ყვავილები, 
მე რომ ვუვლიდი, 
თუ მომივლიან?