Litclub.ge

აბა, ჩქარა
მივალ!
აბა, მეჯინიბევ,
გამომგვარე რაში!
რაში,
რომ სულ თამაშობდეს,
ნავარდობდეს გზაში!

მალე, მალე,
მეჯინიბევ!
მალე,
გენაცვალე!
ჭირი
ლხინად შემიცვალე,
ცრემლი
შემიმშრალე!

აბა, გასწი,
ჩემო მფრენო,
გასწი,
თუ გიყვარდე
ნიავ-ქართან
მანავარდე!
მეყო,
რაც ვიდარდე! 


1908 წ..