ანტიოქიის უდაბნოში აღძრული ხმები, ვინ შეუერთა კავკასიის ველურ ექოებს,
ღვარძლგამოცლილი თავთუხები ვინ შეჰკრა ძნებად და სამსხვერპლოზე აუტანა ზოდიაქოებს.
დემონნი ბილწი ბომონების ვინ ასაპყარა, მაგიურ სიტყვით ვინ გაძაგრა სიქველის მტერი,
გარეჯის ურწყულ ხრიოკებში ვინ ასაყდარა უშქარი ლავრა უდაბნოსი და მონასტერი.
ვინ აგალობა საღვთო ჰანგი უცნაურ ხმაზე, უკვდავ ვარსკვლავთა ელვარების განუქარვებლად,
მთაწმინდის თეთრი ბილილების ამონაყარზე ვინ დაიფერფლა და თბილისის იქცა მფარველად.
ჰოი, თბილისო, შენს დიდებად მთწმინდა კმარა, იმისი მადლით ხამს სატანა შენგან განვიდეს,
მთაწმინდის ზეცა თავადაა ლოცვა ანკარა, ლოცვა წართქმული წმინდა ბაგით მამა-დავითის.
წმინდა ალაგო , შენს კვარცხლბეკზე ამაღლებულმა, თავად ღმერთკაცმა ტანთ აგასხა რწმენის აბჯარი,
დაიგიზგიზა შენში ცეცხლმა მინავლებულმა, ოდეს ზეგარდმო გადაგსახა მძლეველი ჯვარი.
მთაო პოხილო იმ ზეკაცურ ნატერფალებით, ნაოცნებარით თუ ცრემლებით ხარ დაღარული,
მზერაუქცეველ აღმართხედვით ნამწვერვალები შუმი ფიქრების საკმეველით შემოჯარული.
მთაო მეტყველო, რაკი მისი ფიქრი გაცრიდა. სწორედ ამადაც, სწორედ ამადაც... გეწოდა წმინდა.
იდუმალია იმ მაგიის საშინელება, დაბრკოლებათა უტეხელის ნებით მძლეველი.
უმანკოების ღვთაებრივი გამოელვება და მადლი ცისა, მოუწყველი, დაულეველი,
გარდუვალია წამი იგი იდუმალების, გულდაწრეტილი ოდეს ღმერთთან რჩება ეული,
მხოლოდ ერისთვის გახელილი გრჩება თვალები და მოგაქვს მსხვერპლი, უანგარო, სისხლხორცეული.
ღრუბლების რუხი საბურველი დაადგა თბილისს, და მცდელობანი ტაროსისა გახდა ამაო,
ოდეს თვალებში ცრემლის ნაცვლად ჩადგება თრთვილი, ისევ და ისევ შენ მოგიხმობ წმინდა მამაო.
ო, რა ძნელია, რა მძიმეა ჟამი ლოდინის, მო, მოგვეახლე, გვანუგეშე მცირეოდენი,
ფარვანასავით გიტაცებდა არსთა ზეობა, კაცს ანგელოსურს და ბიბლიურ ღმერთის სახიანს.
ვითა პრომეთემ, გამოსტაცე ზეცას ზნეობა და ჩვენს მიწაზე გადმონერგე ძლევის მაგიად.
ვნებების რაში რკინის სალტით დაასადავე, და ნებელობა უქცეველი მეაბჯრედ იხმე.
გამჭოლავ მზერას აღაპყრობდი უძრავ ვარსკვლავეთს, და საოცრებას დაეძებდი ვარსკვლავებს მიღმა.
შენ მეფე-მოგვის სათნოება იერად გადევს, და აღთქმის ნიშნად გადმოგნათის თავზე ირისე,
შნივე ხორცი სისხლთნ ერთად ბარძიმში ჩასდე დაუზიარე მწყურვალ შვილთა იბერიისა,
მოყვასისათვის განილიე გულგასენილი, ოდეს სამწყოსთვის სული დასდე კეთილ მწყემსივით;
რომ სასოება არგქონდა ჯვარზე ვნებულის, ბუბაქარების გოროზობას ვით გაუძლებდი,
შენ მამის წიაღს დაუბრუნე შენანებული, შვილი ნაკლული, შვილი ურჩი, შვილი უძღები.
ვით ფიბერნიას კოლუმბაში, უდრეკი ბერი, შენ იბერიის წმინდა მიწას გამოესარჩლე,
ჰგავხარ შექსპირის ,,ქარიშხალის” მხცოვან პრისპეროს, ქარიშხლის პირმშოს და ბუნების ძალთა მესაჭეს.
ასიზელისკენ ძმობის ხიდი ღვთით გაგიდვია და მთა ულუმპოს ბინადართაც გადაამეტე,
შენ თვად იყავ ფშაველ ვაჟას ბრძენი მინდია, იდუმალთვწდომით მინდიაზე იყავ უმეტესს.
მამაო გულო ტრედისაო.გრძნობავ მარტივო, ქვეგამხედვართა და მზაკვართა ფართე მთხრებელო,
ჩვილი ნუკრების ძუძუმტეო, სულო მარტივო, წიაღთა სიბრძნის აიაზმად მასხურებელო.
გარესჯად იდექ, ღამეების თეთრად მთეველი, ნათლისა სვეტი, წყვდიადისგან დაუძლეველი,
ანაზდეული ჩამოგვესმა რეკვა ციდანა, იესოს კვალზე როს ედემში ალვად იზარდე,
მხოლოდ წარსულში? მყოფადშიც გცნობენ წმინდანად, წმინდათ დაშთები უკუნითი უკუნისამდე!
მოვედ ჩვენს შორის კათაკმეველთ მადლის მყოფელო, ლავრების თაღქვეშ აღვლენილო საგალობელო.
ღირსო მამაო, თუ წმინდანი არა ხარ მართლაც, რტო ფებუსისა, პოეზიის ისრით ჭდეული,
რაღად ისწრაფვის მაღალ ნიჭის შენგან განათვლას შენს კვალს რად შესტრფის მელექსეთა დასი რჩეული?
და თუ მგოსნების განათვლაში არ ხარ პირველი, პარნასის თხემზე აზიდული ტინის კედელად,
მაშ გულზე ნაოჭდადებული მთა საკვირველი რატომ აქციეს პოეტების საგოდებელად?..
სად მგოსანთაგან ვინ არ იგრძნოს მადლი ციური, რაღაც ძვირფასი, იდუმალი და მისტიური,
თუ პოეზიის შენ არა ხარ წმინდა ემბაზი, ლექსის კამარა მადლით თუ არ დააირისე,
მარქვი, ძვირფასო, შენს უბრალო გახსენებაზე ტანში რადა სცრის ყველა ქართველს, ყველა თბილისელს?
მთას შესევია ბილიკები კენტი და ლუწი, ამ აღმაფრენის სპირალებით ვის არ უვლია,
ამ გრძიან გზებით დავაბიჯებთ და არ კი ვუწყით, რომ ეს ბილიკი შენის ტერფით გაკვალულია.
ფერს შეეპარა ტრედისფერი ცისკრის სინორჩე, სიბერე დღისა დაისების გაფერმკთალება,
მთაწმინდის მკერდზე გაზაფხულის ნედლი სინორჩე, და შემოდგომის პანაშვიდთა ფერისცვალება.
ოდითგან ფუნჯის დიდოსტატთაც მაჯა უკურთხე, ფერთა ზნეობის საფუძველი იცან რომელმან,
ამადაც ფრესკის ჭვირვალების ხარ სიმსუბუქე, რათა ექსტაზში ნეტარება ჰპოვოს ყოველმან.
მამაო გვარქვი უშენობად ნეტავი ვინ სძლოს, მამაო, ჩვენდა გადახსენი უცხო სამყარო.
მამაო, წყარო ცხოვრებისა ვისხუროთ ვინძლო, მამაო, ვინძლო დამჭკნარ კვერთხზე ყლორტი ვახაროთ.
მამაო, ღირსო ქადაგების ცეცხლო და რვალო, მამაო, მაღლ საწაულთა ღირსო ქმედებავ.
მამაო ზეცით მომზირალო უშრეტო თვალო, მამაო, ქველთა ხელოვანთა შემოქმედებავ
მამაო, შვილთა უპოვართა შესამოსელო, ცხოვრების გზაზე შეჭირვებულთ მწეო მართალო,
მამაო, უბრად გამოუთქმელ არსის მმოსავო, მამაო, სიწრფით ღვთის სასწორო და სამართალო.
ვერ დაგვიხსნიდა ავგაროზი, ვერცა თილისმა, დუშმანისაგან ვერაფერი დაგვიფარავდა,
თუ გორგარსალმა აღაშენა ფუძე თბილისის, შენის კურთხევით ჰყავ უკვდავი აწ და მარადის!
შენ ამწყალობე მის სანახებს მკაცრი იერი და ქართულ მიწას ააცილე უსახურობა,
სულის საჭრეთლით ჩვენი ერი ჰყავ სახიერი, როს საიდუმლო აღასრულე ღმერთმსახურება.
ღირსო, მამაო, ხამს აღლესო სიტყვის მახვილი, და ახალ ნერგებს სხვა ახალი მისცე საზდელი,
საუკუნეთა გოლიათურ გადაძახილში, ხაზს მოგაწვდენენ შენი შიო და ზედაზნელი,
ანტიოქიის უდაბნოში აღძრული ხმები, თქვენ შეუწყვიტეთ კავკასიის ველურ ექოებს,
ოქროცურვილი თავთუხები შეჰკონეთ ძნელათ, და სამსხვერპლოზე აუტანეთ ზოდიაქოებს.
დამამშვრალები მოადექით თბილისის კარებს, ქალწულებივით მოგეგებნენ ზვრებში ბწკარები,
ცრემლი სდიოდათ კაბადონის უხილავ ბზარებს, და სამრეკლოთა თავისთავად სჭექდნენ ზარები.
სასულიეროს არ ელტვოდა მაღალ წოდებას, არ დაეძებდით არც დიდებას, არცა სახელოს,
სხვა მისწრაფება, სხვა მიზანი მოგიწოდებდათ, დაუსაბამო, უწვდომელი და უსახელო...
სიმდაბლე თავად დიდები გზით მიემართება, შემწყნარებელი მყის მოიმკის პირუთვნელ მსაჯულს,
თავის მოდრეკით დამდაბლების ეს შემართება არ იავარჰყოფს, არ დალაშქრავს ან რომელ ქაჯეთს.
როგორც ყინვართა ჯიქანიდან ჩვილი ბინული, აღძარით ტალღა სინანულის ქართლისა წიაღ,
უშრეტი ცეცხლი მოაზღვავეთ ქერუბიმული, ცეცხლი, რომლითაც მოაპობდით უსიერ წყვდიადს.
ცეცხლი წვავს მიწის ყველანაირ წარმავალობას, მაგრამ ვინ ჰპოვოს ქვეყნად ცეცხლი ბიწთან ნაზავი,
იგი წმინდაა და მის წმინდა შეუალობით არ დაიდების, არ ეგების ბოროტთან ზავი.
თქვენ მხურვალება გვაგრძნობინეთ უდაბნოს ლომის, და ძლევის ცაზე შთაბრიალდით, როგორც არწივი,
დაუცხრომელი სპარაზენნი სულიერ ომის, ჩვენი სინდისის და მეობის აკვანს არწევდით.
არ დაიშრიტოს ცეცხლი თქვენგან ანატაცები, ცეცხლი მგზნებარე, ჩვენს ძარღვებში სისხლად ნადენი,
რადგან ზნეობის რაინდები და ღმერთკაცები, ჩვენი კაცობის ბასტიონად აღემართებით.
არ იმცნობიან სასწაულნი საარაკონი, ჟამთა დინებას მხოლოდ ტვირთი სუბუქი მიაქვს,
საქმე თქვენთა ასპყარეს ბილწი დრაკონი და ბოროტება უმსახურეს სიკეთის წიაღს.
მოხვედით დასი ათცამეტთა მწირთა ასურთა, რომ შორეული მყინვარწვერის ელავდა ქიმი.
უკვდავებასთნ დიდებული აღთქმა აღსრულდა, და თბილისს ცაზე აღებეჭდა ღვთისმშობლის ღიმი.