Litclub.ge

სიყვარული და გოლგოთა
როცა უფალი შენშია
და ძილშიც გტკივა გოლგოთა,
გულიდან ხმა და დუმილი
ამობრწყინდება ოქროდა.

წინაპრის დარდი იგრძნობა
ყველა კოშკთან და გოდოლთან.
ესაა ჩვენი ცხოვრება _
სიყვარული და გოლგოთა.