Litclub.ge

მდინარე იწვა უხმოდ..
მდინარე იწვა უხმოდ
მოხუც მეთევზის ქოხთან.
მზემ ტირიფს გადაუხმო
რტო და ფოთლები კოხტა.
იმ დღეთა მქრქალი ქარგა
დრომ კარგად გადაკარგა
და ყველაფერი, კარგო,
იმ შემოდგომით მოხდა...