Litclub.ge

(ჩაქრა, ჩამოჭკნა...)
ჩაქრა, ჩამოჭკნა კენტი ნარცისიც,
გაფშეკილ ღეროს აწვალებს ქარი...
რაც გულმა გითხრა, ვითომ არც იცი,
აბა, რად გინდა ახალი შარი?!

ჩამოხუნძლული ტოტივით ტყდება
სიჩუმე — ვახშმის ცივი ნარჩენი
და ცეცხლს ჰგავს შენი სიბერის ვნება,
ცარიელ სახლში უცებ გაჩენილს.