Litclub.ge

ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას
მაქე და მერიდე!
მოამზადე ჩემთვის კუთვნილი
ბრინჯი და ხორბალი,
ველიდან ველამდე _ ველიდან ველამდე
სადაც ცელები ცეცხლს აქრობენ
ოქროს თავთავში
მაქედან მერიდე!
როცა ქარები მივარცხნიან
თმას მღელვარებით,
მაქედან მერიდე!
ალესე ცელი და იმეორე
ათი სტრიქონო ჩემი ლექსიდან,
მაქედან მერიდე!
წმინდა ხმაურში, წრფელ ხმაურში, უხმო ხმაურში,
ბევრი ხელი მაქვს ვინც მოითხოვს
სიტყვის უფლებას!
ველიდან ველამდე _ ველიდან ველამდე
როცა ცელები ცეცხლს აქრობენ
ოქროს თავთავში_
მაქე და მერიდე!
მაქე და მერიდე!
მაქე და მერიდე!