Litclub.ge

ველად
გზაზე ნისლი ამიცურდა,
ვით ნიავი დანაბერი.
ველად მხოლოდ ია მსურდა, 
ია, მეტი არაფერი.

ვეძებე და ძლივს ვიპოვე 
ბუჩქის ძირას ანაფეთქი.
ჩუმად მკითხა: გინდივარო?
მე შემრცხვა და... არა-მეთქი.