Litclub.ge

..წამო, ღმერთი მივახატოთ ზეცას

 ჰორიზონტი სადაც ხვდება ღრუბლებს

 ადრე ქუჩებს ნაცრისფერი ეცვათ

 ზეცა, როგორც ჭუჭყიანი გუბე.

 სახლი მხოლოდ კედელია ოთხი,

 სიმყუდროვით შევაწებე გუშინ

 გადაგიდებ მდინარეზე ოთხ ხიდს

 ამ ხიდებზე გავაშენებთ ნუშებს.

 ვარსკვლავები უკვე ბევრჯერ ვთვალე,

 ჭერად მინდა ნამიანი მდელო,

 კალმად მცხრალი მირჩევნია მთვარე

 რომ დილამდე ჩემებურად ვწერო.

 მე არ ვიცი, რა უშველით იხვებს

 როცა თევზიც იყინება ტბაში.

 ხიდებს წელზე კალაპოტი იხვევს

 გუშინ მთვარე ჩამივარდა ჭაში.