საკუთარ სახეს სარკეში
ნუ გეშინია:
მე ვერასდროს ამოვიცნობ
ჩემს სახეს შენში.
სისხლის წვეთი,
საპნის ქაფზე რომ მსხვილდება თანდათანობით,
ჩვენ ვერასდროს შეგვაერთებს,
ნუ გეშინია.
ნუ გეშინია:
მე ვერასდროს გადმოვლახავ შენს გლუვ
ზედაპირს
და ვერც აქეთ გამოგიხმობ;
ვერც მეხსომები.
მე არასოდეს არ შევიმჩნევ შენს შეცდომებს -
ვიდრე ღიმილს ამაყოლებ, ჯერ რომ იბნევი.
ნუ გეშინია:
მე და შენ ერთად არ დავბერდებით..