გადაწყდა,მივდივარ ალუბლისტუჩებავ,
მაგრამ ეს ტკივილი როგორ მოვიცილო,
ვაითუ ,უჩემოდ თბილისის ქუჩებმა
მამაგაქცეული ბავშვივით მოიწყინონ.
მივდივარ,აწი არ მოგიწევს დამალვა,
რა ვუყოთ ცხოვრებამ საკმაოდ მათრია,
მე მართლა ვიყავი ლოთი და ავარა,
მაგრამ ლექსებისთვის არ მიღალატნია.
არ გადამიცვლია ირმების ბღავილი,
ვმღეროდი,ვმრუშობდი,ვლოთობდი,ვნატრობდი,
თან ოქროყანაში დაკრეფილ ყვავილებს
ნინა მაყაშვილის საფლავზე ვაწყობდი.
პოეტის საყელო არ გადამიცვლია,
გაცვლა და გამოცვლა ყოველთვის მახელებს,
მეტეხის ციხესთან ვეძებდი ტიციანს
ცასთან წილნაყარი მგოსნების სახელით.
ვეძებდი,ვეძებდი და როგორც ნიკალას
კიბის ქვეშ მეძინა სიზმრების იმედით,
ვიღაც მაფხიზლებდა–"ვაკეში მივედით",
და ფრთები მეწვოდა ვითარცა იკაროსს.
ვითარცა იკაროსს,სიზმარშიც მეწვოდა
ფრთები და სულს მაინც სხეული მიჰყავდა,
ვიღაცა მმნატრობდა,ვიღაცა მებრძოდა,
მე ის ვიღაცებიც ძმებივით მიყვარდა.
და როცა ლექსების კივილი მტკიოდა,
ბაზრისკენ გავრბოდი სანდო კახელებთან,
შეღამებისას კი,ქარი რომ ხვიოდა,
მეგონა ტანჯული ლადო ახველებდა.
ია მიძებნია ასწლოვან მუხებშიც,
ერთად ამიხსნია ათასი იგავი,
ვიყავი ნაზი და ვიყავი უხეშიც
და რაც მთავარია, გულწრფელი ვიყავი,
ახლა კი, შენ გრჩება ალუბლისტუჩებავ,
და განა გავალებ, გენუკვი ალალად,
არ გადაივიწყონ თბილისის ქუჩებმა
პოეტი, მიჯნური, ლოთი და ავარა.
პოეტი–მიღმიერ მდინარის დუდუნი,
რაღაც უხილავი სევდით გალეული,
ყოველთვის უცნაურად თმაგადაბურდული,
ყოველთვის უცნაურად თვალებარეული,
გადაწყდა, მივიდვარ!
მაგრამ ეს ტკივილი როგორ მოვიცილო,
ვაითუ ,უჩემოდ თბილისის ქუჩებმა
მამაგაქცეული ბავშვივით მოიწყინონ.
მივდივარ,აწი არ მოგიწევს დამალვა,
რა ვუყოთ ცხოვრებამ საკმაოდ მათრია,
მე მართლა ვიყავი ლოთი და ავარა,
მაგრამ ლექსებისთვის არ მიღალატნია.
არ გადამიცვლია ირმების ბღავილი,
ვმღეროდი,ვმრუშობდი,ვლოთობდი,ვნატრობდი,
თან ოქროყანაში დაკრეფილ ყვავილებს
ნინა მაყაშვილის საფლავზე ვაწყობდი.
პოეტის საყელო არ გადამიცვლია,
გაცვლა და გამოცვლა ყოველთვის მახელებს,
მეტეხის ციხესთან ვეძებდი ტიციანს
ცასთან წილნაყარი მგოსნების სახელით.
ვეძებდი,ვეძებდი და როგორც ნიკალას
კიბის ქვეშ მეძინა სიზმრების იმედით,
ვიღაც მაფხიზლებდა–"ვაკეში მივედით",
და ფრთები მეწვოდა ვითარცა იკაროსს.
ვითარცა იკაროსს,სიზმარშიც მეწვოდა
ფრთები და სულს მაინც სხეული მიჰყავდა,
ვიღაცა მმნატრობდა,ვიღაცა მებრძოდა,
მე ის ვიღაცებიც ძმებივით მიყვარდა.
და როცა ლექსების კივილი მტკიოდა,
ბაზრისკენ გავრბოდი სანდო კახელებთან,
შეღამებისას კი,ქარი რომ ხვიოდა,
მეგონა ტანჯული ლადო ახველებდა.
ია მიძებნია ასწლოვან მუხებშიც,
ერთად ამიხსნია ათასი იგავი,
ვიყავი ნაზი და ვიყავი უხეშიც
და რაც მთავარია, გულწრფელი ვიყავი,
ახლა კი, შენ გრჩება ალუბლისტუჩებავ,
და განა გავალებ, გენუკვი ალალად,
არ გადაივიწყონ თბილისის ქუჩებმა
პოეტი, მიჯნური, ლოთი და ავარა.
პოეტი–მიღმიერ მდინარის დუდუნი,
რაღაც უხილავი სევდით გალეული,
ყოველთვის უცნაურად თმაგადაბურდული,
ყოველთვის უცნაურად თვალებარეული,
გადაწყდა, მივიდვარ!