ალალი იყოს შენზე, კეთილო, ეს დღე,
ღმერთის წინაშე მარტო მოკვდავი კრთება,
მხოლოდ პოეტი არ იბადება ერთელ,
პოეტის გულიც დღეში ათასჯერ კვდება.
არის სინათლე უსათუთესი რწმენის,
ჩვენს თვალსაწიერს სულ სხვა თვალები წვდება,
ალალი იყოს ოცდათოთხმეტი წელი,
ოცდათოთმეტიც დასალოცავად გრჩება.
ალალი იყოს, ვისაც ღიმილით არგო ,
არის სინათლის მარადიული ხმობა,
სიცოცხლით ტკბობა ცოტა რამეა, კარგო,
უფრო მეტია მარადისობით ტკბობა.
არავითარი გამოგონილი ფიცის,
პოეტმა იცის ქალის სიმაღლის ფასი,
ყველაზე უფრო ისევ პოეტმა იცის.
ლექსი ანათებს სულის დაბურულ მღვიმეს,
ენდობა სული ცაში ლექსებად ფოფინს,
პოეტმა იცის ამ წუთისოფლის მღილებს
გასახარებლად რა ცოტა რამე ყოფნის.
შეგრჩეს ყოველთვის მადლი ზეციურ რწმენის,
სხვა ყველაფერი მართლა ჩათვალე ჩვრებად,
დამილოცნია ოცდათოთხმეტი წელი,
ოცათოთხმეტიც დასალოცავი გრჩება.