ცრემლით რომ ავივსე პეშვი,
მურმან ლებანიძის ლექსმა
მიძმო ხუდადოვის ტყეში.
როცა მომიხელთა ურვამ,-
ბედო, მიყელეო რადო,-
დღისით ვკითხულობდი მურმანს,
ღამით მაბოდებდა ლადო.
ღამის რომ უარმყო გულმა,
გულმა გასაჭირში სასანდომ,
საშველად მოვუხმე მურმანს,
პირი ამიქცია ლადომ.
სხვა ვინ? გულნატყვიარს ათგან,
სულ სხვა დამეუფლა ჟინი,
როცა სასთუმალთან დადგა
ჩემი თვალკაკაბა შვილი.
..ლამის რომ წამომცდა კვნეს,
ცრემლით რომ ავივსე პეშვი,
მურმან ლებანიძის ლექსმა
მიძმო ხუდადოვის ტყეში.