Litclub.ge
ნაპოლეონი ზუგდიდის მუზეუმში
წლებს ყველა დარდი ნისლებივით
შემოძარცვია,
ასე თვალმუხთლობს
ჟამთა სრბოლის ავთვალი სუფრა,
უფალო პრინცო,
გეცოტავა ერთ დროს ფრანცია,
ახლა პატარა მაგიდაზეც ხარ თავისუფლად.