Litclub.ge

მუხლმოყრა საფლავთან
ეკატერინე ჭავჭავაძის საფლავთან

მოვსულვარ შენთან, ვოცნებობ შენთან
მუხლმოყრილი და ხელაპყრობილი
და მჯერა ერთი-მაღალი ღმერთი 
მარადიულიუ ღელვა ყოფილა.

ვრეკავ,-მტვერი ვარ და მტვერთან ვდგავარ
დავიწყების ქარს დამტერებული.
ეკატერინა,-რა ხარ და რა ვარ,
ღელავს ტკივილთა დამტევი გული.

ცოცხლებს მუხლმოყრა რაში სჭირდებათ,
მე მუხლმოყრილი სულთან მოველი,
და გარინდულა უცრემლო ცრემლი,
ვით მეოცნებე უდაბნოელი.

მეპატიება მზის მოტრფიალემ 
ჩუმი ცრემლებით დავნამო ველი.
ღმერთმა იცოდეს მკვდართან მუხლმოყრის 
სამაგიეროს არას მოველი.

შენია გულის სითბო პყრობილი
და ცას ვარწმუნებ უმაყრო ბერი,
რომ სიყვარული თვითონ ყოფილა
უარმყოფელთა უარმყოფელი.

ასე თუ ისე, შენზე ოცნებამ
უტირალ ცრემლით დამახრჩო ხელი
და სისპეტაკის მზეს ვემოწმები
ხელაპყრობილი ყარაჩოღელი.

თუნდ მერქვას შვილი უცვლელი მძევლის,
ჩოცხალი ცოცხალს მუდამ მოელის.
მე მკვდართან მეველ, რომ მოგაფრქვიო 
უცრემლო ცრემლი
მებაღისა და უდაბნოელის.