გატრუნულია ბედნიერი დილის ბინული.
თვალსაწიერზე-
მწვანე სიზმრით გადაჩრდილული
მცირე ბორცვია-ჩანავლული ჟინი ლომური.
ოდა,
სამზადი,
სამზადს იქით ძველი გომური.
მზის ამოსუნთქვა,
მთვარის ჩასვლა,
ძელქვა,
მუხები-
მითაჟამიდან დალოცვილი და ხელუხლები.
დაწმენდილია ბერიკაცის მზერა,
სარკმლიდან უღიმის ცოლი.
პატარძალმა მზეზე გაჰკიდა თეთრი ზეწრები-
უცოდველი ცოდვის მოწმენი,
მერე ჭიშკარშკრისკენ გაიხედა ჩუმი მოწყენით.
მიწყდა, მიჩუმდა ჭრიჭინების ძილისპირული.
გატრუნულია ბედნიერი დილის ბინული.
თითქოს ზეციდან ჩამობრძანდა ასი ნათია,
რა სინათლეა, გაიხედე რა სინათლეა.
სხვას ყოველივეს მე როგორმე ტვითონ მოვუვლი.
არ ამიმღვრიო ეს სიმშვიდე შემოდგომური.
თვალსაწიერზე-
მწვანე სიზმრით გადაჩრდილული
მცირე ბორცვია-ჩანავლული ჟინი ლომური.
ოდა,
სამზადი,
სამზადს იქით ძველი გომური.
მზის ამოსუნთქვა,
მთვარის ჩასვლა,
ძელქვა,
მუხები-
მითაჟამიდან დალოცვილი და ხელუხლები.
დაწმენდილია ბერიკაცის მზერა,
სარკმლიდან უღიმის ცოლი.
პატარძალმა მზეზე გაჰკიდა თეთრი ზეწრები-
უცოდველი ცოდვის მოწმენი,
მერე ჭიშკარშკრისკენ გაიხედა ჩუმი მოწყენით.
მიწყდა, მიჩუმდა ჭრიჭინების ძილისპირული.
გატრუნულია ბედნიერი დილის ბინული.
თითქოს ზეციდან ჩამობრძანდა ასი ნათია,
რა სინათლეა, გაიხედე რა სინათლეა.
სხვას ყოველივეს მე როგორმე ტვითონ მოვუვლი.
არ ამიმღვრიო ეს სიმშვიდე შემოდგომური.