გაჩუქებული თიკანივით –
პატრონს რომ საბრალოდ გამოხედავს ,
ჩემმა პირველმა სიყვარულმა
ქმრის გვერდით ისე ჩამიარა.
რა მეპატრონებოდა თავქეიფას –
ამ მთა – ღრანტეებში ბღოტიალით
გული ვის უნდა მოეჯარა,
მუხლი ვის უნდა მოეღალა,
გულგამორღვეული გალავნები
ვის ხელისგულებით მოეგლისა,
ვიღაც თობრონია გოგო კოკა
აღმართზე ვის უნდა აეტანა,
მუხრანის თქმის არ იყოს და
თოხი ვის სჭეროდა ოყიანი
და მერე ლაყუნა ნაბიჯებით
ჭალიდან ვინ უნდა მოსულიყო,
ეჰ....
გაჩუქებული თიკანივით –
პატრონს რომ საბრალოდ გამოხედავს ,
ჩემმა პირველმა სიყვარულმა
ქმრის გვერდით ისე ჩამიარა.