ხან წელიწადი გროშად არა ღირს,
ზოგჯერ კი წამსაც ოქროს ფასი აქვს...
ზოგჯერ მოგჟამავს ჭიქა არაყი,
ზოგჯერ თილისმით გახსნის ხასიათს.
რომ ჩაგვიქრება თვალში ცისკარი
და ღამე გაგვყრის ამ ლურჯ სერებთან...
შენ ეს მითხარი,
შენ ეს მითხარი,
რა ფასს დასდებენ ჩვენს გახსენებას.
ზოგჯერ კი წამსაც ოქროს ფასი აქვს...
ზოგჯერ მოგჟამავს ჭიქა არაყი,
ზოგჯერ თილისმით გახსნის ხასიათს.
რომ ჩაგვიქრება თვალში ცისკარი
და ღამე გაგვყრის ამ ლურჯ სერებთან...
შენ ეს მითხარი,
შენ ეს მითხარი,
რა ფასს დასდებენ ჩვენს გახსენებას.