„ის იდგა მარტო და მის ცრემლებში
ჩამავალი მზის სხივი ტყდებოდა“
ედემ კვირტია
ის იდგა მარტო, ნისლი და მარტი
მოგონებაში თვლემდნენ ისევე
და ქვითინებდა ჯიში წარმართის
წართმეული ცის უხმო სისველეს .
ფერდობს შერჩენილ ლოდის ლოდინით
თვლემდნენ წლები და თვლემდნენ წუთები,
უამინდობით ანამწუთხები
გზაზე დავარდნილ იფნის ტოტივით.
მზე ჰგავდა მთვარის გამოტირებას,
ცა – ოცნებათა გარდაცვალებას
და როგორ შიში არდაცალების
ფიქრი იფარავდა გზა – მოთმინება.
ფიქრს იფარავდა ნისლი და მარტი
მოგონებებში თვლემდა ისევე
და მისტიროდა ჯიში წარმართის
წართმელი ცის უხმო სისველეს.