Litclub.ge

ლაზიერის გამბიტი
ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.
დამუხტულია კეთილი სიბრძნით,
ემორჩილება დედოფლის კდემას, _
ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის,
ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.
მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიან
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.
ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება
აზრი,
ოცნება,
სიმართლე,
ჭორი...
არის უთუოდ რაღაც მსგავსება
ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის,
ჩვენ რომ ვთამაშობთ
ყოველთვის, ყველგან
გულდაჯერებით და გამძაფრებით, _
დაფაზე რჩება პატარა სევდა,
პაიკის სევდა, სხვა არაფერი.