ცაო, ცაო, ნათელო, ეს დღე შენი მზის არი,
ღამით ციცინათელობ და ლურჯ სიზმრებს გვიგზავნი.
ზოგი შენს შუქს ვერ იტანს, ჩვენ კი შენით ვკისკისობთ...
მე რომ არაფერი ვთქვა,
გული ყვირის-მიყვარსო!
მთაო, ზრდა-გახარება!ოხვრა არ გამაგონო,
შენს ლურჯ მკერდზე ქარებმა მარწიოს და მაგოროს,
შენი კლდე და ქარაფი დარდით ვინ დაგიზახოს,
მე არ გეტყვი არაფერს,
გული ყვირის,-მიყვარსო!
წყალწითელას ჭალაში დაქროლილო ნიავო,
როს უხილავ ფრთას გაშლი, აბა როგორ ვიავო,
ან წამიღე ფრენით და ან შემრიე თიხასო...
მე რომ არაფერი ვთქვა, გული ყვირის-მიყვარსო!
ღამით მთვარის სინათლევ, დღისით მზის მცხუნვარებავ,
ერთგულებავ, სიმართლევ, ვერ წაგლეკოს ქარებმა.
იფრიალეთ დროშადო, აცდენოდეთ ხიფათსო,
ენაც რომ ამომშანთონ, გული ყვირის-მიყვარსო!
საქართველოვ, ვულკანზე გაკიდულო აკვანო,
ერთო ციდავ რუკაზე, ისე მთელო სამყაროვ,
შენზე ლაღ სიმღერათა სიტყვა რამ დამიხავსოს...