Litclub.ge
* * * "გულში ჩაიკრა"
გულში ჩაიკრა
ბიჭმა გოგონა,
ხელი იფარა
ფიჭვმა თვალებზე...
არ ენაღვლება
ქვეყნის ჭორები,
ჰკოცნის და ჰკოცნის
მიწას ცხარე მზე...
და ტიტლიკანა
ნაკადულები
ალაზნისაკენ
მიტანტალებენ...