Litclub.ge
* * * "მხარზე ხელს"
მხარზე ხელს
მირტყამს უბედურება,
არვინ მძმაკაცობს
უკვე მის გარდა;
ჩემს სისხლს ვსვამ
ღვინოდ, გულგანგმირული
მისგან, ვინც ჩემზე
ძლიერ მიყვარდა...
გაყიდული ვარ
იმ მეგობრისგან,
ვისაც ჩემს თავზე
მეტად მივენდე...
ქუჩის კახპაა
ახლა ის გოგო,
მე რომ საკოცნად
ვერ გავიმეტე.