Litclub.ge
* * * "მზე მთაზე გასკდა"
მზე მთაზე გასკდა
ღვინის კასრივით,
ხევში ჩაიხრჩო
ღამე უძლური...
გადაღეღია
ჩოხა ორღობეს
და მოდის ბიჭი
ვაშლის კუნწულით.
იცინის,
როგორც სოფლელი გოგო,
ცა იასამნით
გადახუნძლული...