Litclub.ge

ზეცა იხსნება
ზეცა იხსნება,
იყრებიან კუშტი ღრუბლები,
ეს ნეტარება
დაკოდილ გულს
რა ცოტა ახსოვს,
მთვარე იღვრება,
ხავერდოვან სამოსელს მაქსოვს
და ისევ პირველ სიყვარულზე
გესაუბრები.