ვმღერივარ, რა დამაღონებს,
ეს სიყვარული მარადის,
გაფრენილ ყრმობას მაგონებს.
დაგეხსომები უთუოდ,
პოეტი კაცის სახელით,
შენით თუ შენზე მლოცველი,
მხოლოდ სიკეთის მზრახველი.
გულს მოფენილი ბწკარედით,
როგორც შენ ლურჯი იებით,
ჩემი ლექსები - შენს ცაზე
აყვავებული მთიები.
დაგეხსომები და იტყვი
ჩემით თუ ჩემზე მლოცველი:
ამაოდ კიარ მღეროდი,
დიდების უარმყოფელი,
ვით ყრმობა, დედის ალერსი,
გიყვარდა შენი სოფელი.