როცა სულში კიალებს ჭრაქი,
ნუ ქნას უფალმა,
დავიჩემო უმსგავსო ბაქი.
მთავარი, - ჭრაა!
და თუ გასჭრა შუქმა წკვარამი,
მეტადრე კარგი,
მეტადრე კარგი,
სანატრელია განა სხვა რამე
თუ განმაშორა შუქმა ვარამი?
მადლი შენს ნათელს მგზნებარე სულო,
ცხოველი სიტყვის ლურჯო ტაძარო,
ნუ ქნას უფალმა...
ნუ ქნას უფალმა...
ფრთხილად ხანძარო!
ფრთხილად ხანძარო!