Litclub.ge

დამშრალი ნოემბერი
სული დამეწყრა ფიქრთა ნამქერმა...
ამხსენით!...სისხლზე მაქვს ბორკილები!
გადმოიღვაროს მინდა ჩანჩქერად
სისხლი, სხეულში ნაბოგინები!
ახლა გარდაცვლილ სიმშვიდეს ვუხმობ,
ის კი ფარფატებს სამყაროს მიღმა...
ამღვრეულ სულს და ცვარიან თვალებს
ყოველდღე მაინც სიმშვიდით ვნიღბავ.
გახუნდა მზე და მოაკლდა სითბო,
დამშრალ ნოემბერს დღეებს უთვლიან...
ეს შემოდგომაც კენტად ჩაივლის,
თუმც ჯერ გაზაფხულს არ ჩაუვლია!...
...
სისხლში ომია... მებრძვის... ვნებდები...
ზავი დავუდე სულის სანაცვლოდ,
თუ კი სიმშვიდე აღარ ჩამაცვა,
მიჯობს, სხეულმა სულიც გამაძროს!