Litclub.ge

წმიდა ბარბარე
ღრუბლები, როგორც თეთრი ვარდები,
გადაკვირტულან ცისფერ ყანაში,
და მზე კალათით მიმოირწევა
უმსუბუქესი ცის ყვავილნარში...
მე და შენ ერთად ვუყურებთ ამას,
ცისარტყელას ხიდს გაღმა — გამოღმა,
დღეს შენი სუნთქვა მომართვა ნამმა,
სული გაალღო, გამოალაღა!
რა ლამაზია ქალწულის ლოცვა,
თოვა სიტყვათა იაგუნდებით,
როს მომწყურდები,
ვიქცევი გუნდად,
და შენს თბილ ღრუბლებს
შევეგუნდები!
გიმზერ და გიმზერ,
გელი და გელი,
ცის მტრედებს შენთან ამბორს ვაბარებ,
და მეხმარება შენს მოლოდინში,
თეთრი ქალწული — წმინდა ბარბარე!