მე თვითონვე მაფრთხობს მობილურის ზარი, ამ ნახევარი წლის წინ რომ დავაყენე.პირველივე ბგერებიდან მაჟრჟიალებს ხოლმე ტანში. რამდენმა მითხრა, - რა დროს “შავლეგ,შენი შავი ჩოხააო”, - მაგრამ რაღაც ჯიუტად არ ვცვლი. იმ საღამოსაც გამცრა ტანში, ზარისა თუ სიმღერის ხმაზე, დავხედე მობილურს, ბესო იყო.
- ბარო, ბესო! - რაღაც შხრიალი ისმოდა, - ბესო, გამარჯობა! – უფრო ხმამაღლა ჩავძახე.გაითიშა საერთოდ. რა ხდება? არ ახასიათებდა ბესოს ზარის გამოშვება. სანამ მე დავრეკავდი, ისევ გაისმა: “ შავლეგ, შენი შავი ჩოხა...”
- ალოოო, ბესო? არ გესმის? - ისევ შხრიალის ხმა.
- ბესო... ბესო! - ვიღაც მძიმედ სუნთქავდა.
- ბესო!
- ჰო, - მომესმა უცებ. რაღაცნაირად შვებით ამოვისუნთქე.
- ბესო, არ გესმოდა? რა გჭირს?
- ბიჭო, ის მოკვდა... დემური...
- რააა?
-ჰო, რა, მოკვდა დემური. - შევძრწუნდი. მამამისზე ამბობდა. მე და დემური კლასელები ვიყავით, მამამისი ქართულს გვასწავლიდა.
- რა მოუვიდა, ბეს? როდის?
- გუშინ მოკვდა, შაბათს ვასაფლავებთ, ვისაც შეძლებ, უთხარი.
- ჰო, ბესო, კარგი.
- კარგი აბა.
- დროებით, კარგად. - გაითიშა მობილური და დაბნეული და შეწუხებული მივაჩერდი ტელევიზორის ეკრანს.
- ვინ იყო? - მკითხა ცოლმა, სასხვათაშორისოდ, ვითომ არ აინტერესებდა.
- ბესო იყო, მამა მომიკვდაო.
- რომელი მა, აქ რომ იყო, ის ბესო? - მითხრა შვიდი წლის ქიმ.
- ხო, ქი, ის ბესო.
***
სამიოდე დღის ნაპოვნი მყავდა ბესო, გაოცებისაგან სამარშრუტი ტაქსი გავაჩერე და ჩამოვედი, როცა მობილურში ჩამძახა, - ბესო ვარო. ოთხმოცდაცამეტი წლიდან არ მენახა,თექვსმეტი წელი იყო გასული. მეორე დღესაც დამირეკა და მითხრა, - ნახევარ საათში მაქ ვიქნებიო. აზრზე არ ვიყავი, საიდან გაიჩითა გულანშაროში. საქართველოში მეგულებოდა, სენაკში. ვინაა? - მაშინაც მკითხა მეუღლემ.
- კლასელია, ათ წუთში მოვლენ.
- არ წავიდეთ? - მკითხა. პანაშვიდზე მივდიოდით. გავბრაზდი.
- შენ წადი!
- რა გაყვირებს? არ წავალ თუ საჭიროა! უბრალოდ, მელოდებიან თანამშრომლები. მე მაინც წავალ და მალე მოვალ.
- წადი-თქო, აბა რა გითხარი?
- არა, ნაწყენი ხარ და იმიტომ!
- ვაა! გეუბნები, თექვსმეტი წლის უნახავი კლასელი მოდის-მეთქი და კიდევ იმას ამბობ, -თუ წავიდე და თუ წამოვიდეო...…
- ჰოდა, მოვალ მალე, ხო?!
- ჰოდა, წადი-მეთქი!—ვცდილობ, მშვიდად ვთქვა. სადარბაზოში ჩავდივარ. მეზობელიმესალმება და ბანკის ვებერთელა კარში უჩინარდება; პატარა ტაქსა ვერ ასწრებს მინისკარში შესვლას და გარეთ რჩება; მეზობელი გზას ვერ აგრძელებს ეტყობა, ღიმილით აღებსკარს და ტაქსას აცლის შესვლას. სიგარეტს ვუკიდებ. კორპუსის ყვითლად შედღაბნილკედელს ვეყრდნობი. ყველაზე მეტს მე და ბესო ვჩხუბობდით კლასში, არა ჩხუბშიერთადერთხელ გადაგვეზარდა, ისიც ფედის წყალობით; ქურდობას აპირებდა, მაშინმეათეში იყო, ჩვენ - მერვეში; ბესოს უთხრა, - მამა როგორ შეგაგინა ამანო? არადა,სისულელე იყო, ყველაზე მეტად ვაფასებდი მამამისს, როგორ შევაგინებდი? და ამსისულელეზე თავის მართლებაც არ გამომივიდა; მოკლედ, კარგა დიდხანს ვურტყითერთმანეთს, სანამ კლასელებმა არ გაგვაშველეს, სახე აწითლებული ჰქონდა, მე - პერანგიჩამოხეული. მისი სპორტული მოსასხამი გადავიცვი და ისე შევედით კლასში, თან დემურისგაკვეთილი გვქონდა, გაოცებული გვიყურებდა. მიხვდა ეტყობა, რომ ვიჩხუბეთ. სულ სხვაგზა აირჩია. ერთხელ მითხრა, - მამაჩემმა ამოიოხრა, ამის დედა ვატირე, შენ კი არა ოდიუნდა იყოს ჩემი შვილიო.
***
ომის შემდეგაც პირველი, ბესო ვნახე. ვნახე რა, გამოიქცა საქართველოდან. არ ვიცი, იჩხუბათუ წაიეშმაკა, არ უთქვამს და არც მიკითხავს. უბრალოდ, - ძაღლები მომსდევენო, - მოთხრა.აქაც, გულანშაროშიც, არ იყო მაშინ მშვიდი მდგომარეობა, დოჟ დაბალის დიქტატურამძვინვარებდა საპოლიციო მმართველობის ოჩოფეხებზე შემდგარი. ბესოს ისეთითავისუფალი და ლაღი ხასიათი ჰქონდა ორჯერ კინაღამ დააპატიმრეს. ორ კვირაში კიმამამისი ჩამოვიდა და წაიყვანა ისევ სენაკში, ეტყობა ჩააწყნარა იქაური სიტუაცია.
- სად ხარ ბესო?—დავურეკე ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ
- ბიჭო, ვერ მოგაგენი, კარგად აუხსენი აგერ ამას.
- გამარჯობმა ძმაო, - მომესალმა ყურმილში ბავშვური, ძალად დაბოხებული ხმა.
- გაგიმარჯოს, მისმინე იცი გულანშარო?
- კი, ორჯერ ვარ ნამყოფი.
- ჰო, მაშინ ძველი სადგური რომ იყო იქ მოდით, ყოფილი ნეველის ქუჩა, ახლა ჰერაკლესგამზირი ჰქვია, გაიგე?
- კი, მალე მოვალთ.
***
დემურის გულანშაროში მაშინდელი ჩამოსვლის გახსენებაზე გული დამწყდა; ქართულიმწერლობის მეოთხე ტომი ნახა ჩემთან და ნაღვლიანად მითხრა, - ყველა ტომი მაქვს, მაინცადა მაინც, მეოთხე დავკარგე, არადა მახსოვს, რომ ისიც ჩავდე ყუთებში, გუმიდან რომგამოვედითო. ეტყობა, ბესომ ან ვიღაცამ ათხოვა სხვას და დამიკარგესო. ვიფიქრე,აუცილებლად გავატან ბესოს-მეთქი, ან როგორ მასვე არ გავატანე-მეთქი. უფრო სწორედვატანდი მაშინაც, ბესოს დარჩა; დემური ადრე წავიდა სადგურში, ბესო მერე მე გავაცილე,მაგრამ მხოლოდ ფოიემდე; სიცხიანი ვიყავი და სიარული არ შემეძლო, ჯერაც ძველისადგური იყო გულანშაროში, დევნილების სატუმროც იდგა, ლამაზად.
სადარბაზოსთან შავი მერსედესი გაჩერდა. ბესო იყო საჭესთან. დიდი კეპით. გადმოვიდა.
- ვა, რამხელა ხარ, ოდი! - მოვიქციე მკლავებში და ზურგზე ავუბრახუნე ხელისგულები,კინაღამ ცრემლი წამომივიდა.
- რა დროს სათვალეა, ბეს! - დავუწყე სიცილით, აღელვება რომ დამემალა.
- სათვალე და ახლა ნახე, - მითხრა და კეპი მოიძრო: აბსოლიტურად მელოტი თავიაულაპლაბდა, ულიანოვის მსგავსად ჰქონდა თმა კეფაზეღა შერჩენილი.
- სად გააქრე ტო, თმა? - გულწრფელად გამიკვირდა, მეც საკმაოდ მელოტი ვიყავი, მაგრამბესომ მაინც გამაოცა.
- წარმოიდგიონე, მამაჩემმაც კი არ იცის მელოტი რომ ვარ, ამ კეპით ვწვები ლოგინში, -გაიცინა კაცურად.
- რუსეთში მეგულებოდი...
- ვიყავი, ორი წელი...
- როდიც ჩამოხვედი? მას მერე სულ სენაკში ხარ?
- ბიჭო, შვილი მომიკვდა შარშანწინ, მოსკოვში და მერე წამოვედი.
- რას ამბობ, რა დაემართა? - ისე ზერელედ თქვა ვერც მივუსამძიმრე.
- ჰო, რა, სამი თვის იყო, დაბადებდან დაჰყვა ხერხემლის რაღაც, არ ვიცი, მოკლედთერთმეტი ოპერაცია გავუკეთეთ, არაფერმა არ უშველა...
- ახლაღა დაეტყო სევდა.
- ცოლი?
- ცოლი, დარჩა იქ, მოსკოვში, რაღაც ვერ შევეწყვეთ მერე. ჰო, აი, გაიცანი, ფედი გახსოვს? აი,იმის დისშვილია, ესენიც სენაკელები არიან, კარგი ბავშვებია. – სამნი იყვნენ. ასე,ცხრამეტ-ოცი წლისანი. მივესალმე სამივეს.
- აბა, წავედით...
- არა, არა ჩვენ პატარა საქმეზე ვართ, - მითხრა ბესომ. გამიკვირდა.
- შენ ხომ არ გაგიჟდი?! წამოდი, საქმე მოიცდის.
- არა, მართლა საქმე გვაქვს, ზარს ველოდებით, - მითხრა ფედის დისშვილმა. შავგრემანიიყო. გამეღიმა, სწორედ ფედი რომ გამახსენდა ბესოს მოლოდინში.
- თქვენ დამცინით? - გაოცებული მივაჩერდი, - აბა, ავედით და მაგი თქვენი საქმე იქიდანმოაგვარეთ!
***
- ეს ჩათქმული მქონდა, ყველაზე ახლობელისთვის უნდა გამეხსნა, - ვეუბნები ბესოს დაოცლიტრიან მინის ბოცას ვდგამ მაგიდაზე,.
- არ გინდა ბიჭო, ვერ დავლევ, თან ნასვამი ვარ, - მეუბნება ბესო, სხვები უფრო მორცხვობენ,ბავშვები არიან ჩვენთან შედარებით.
- მოიცა რა! შენა და, მოსკოვში, ტორო თუ ნახე?
- ოუ, როგორ არ ვნახე, მაგის ჭკუა მოვ...ნ! - გადაიხარხარა ბესომ, -წარმოიდგინე,რესტორანში ვარ, და როინი მეუბნება, - გინდა ტორო განახოო. როგორ არ მინდა, ათი წელიაარ მინახია-მეთქი. წამოდიო, - და მივყავარ. ვხედავ, დარბაზში ზის ტორო, ირგვლივჩაჰალსტუხებული “როჟები” და აბამს თუ აბოლებს. არ იცნობ? არ შეცვლილა. რა აფერისტიდა სიაბანდიჩ იყო, ისეთია. ჩემს ნახვაზე გაეყინა სიფათი. ეტყობა, იფიქრა, რამე ისეთი არმითხრას ახლა ამანო, მაგრამ ვის ეცალა ამდენი ფიქრისთვის. რავა ხარ შე ბოზო-მეთქი დაგადავეხვიეთ ერთმანეთს.
-სიხარულისგან ხარხარებს.
- ვა, საქმეებს აწყობს?
- ხო რა, ზოგს ატყუებს, ზოგს აგდებს, ზოგისგან ყიდულობს, ზოგთან ასაღებს და დასდევენმერე, ერთი ქალაქიდან მეორეში, მოსაკლავად.
- მომატყუა, ვითომ? დამირეკა, აქ ვყიდი ყველაფერს და გულანშაროში ჩამოვალ, იქ ვიყიდისახლ-კარსო.
- იმის ტყუილები არ გაიშვა! - გაიცინა ბესომ.
ამასობაში ჩემი ცოლი მოვიდა. გავაცანი და ახლა იმათ გააბეს მუსაიფი. ბესო ადრეც ძალიანუშუალო იყო და დარჩენილა ასეთი. ხარხარი და სიცილი ენაცვლებოდა ერთმანეთს. თუ არჩავთვლით ტოროს, არავინ მყავდა ნანახი კლასელებიდან, ოთხმოცდაცამეტის მერე. არათუნანახი, ხმაც არ გამიგონია რომელიმესი. ბესომ მითხრა, რომ ჩვენი სამი მეგობარი, ასევეკლასელი, იყვნენ სენაკში მასთან მეზობლად.
- გინდა ნომერი?
- აბა, არ მინდა?
- გელასი და კუსასი მაქვს.
- გოგოები არა არიან მაქ, ჩვენები, ვინმე?
- გოგოები ვინ, გელას დაა და მორჩა, ვასია! მარა თბილისში ვიცი, თეასი და თაკოსი. შენსკაიპი გაქვს?
- კი, ჩავრთავ ახლა კომპს.
- ვა, კარგია, თეას სკაიპი ვიცი. მოიცა დავრეკავ ახლა ჩართე-მეთქი.
- მომე, მე დავრეკავ! - ვეუბნები და ვკრეფ მის ნაკარნახებ ნომერს. გავიდა.
- დიახ, გისმენთ? - ისმის ხმა, თითქოს ერთი თვე გასულიყოს, უცებ აღდგა ნაცნობი ხმა.
- თეა, შენ ხარ?
- დიახ, თეა ვარ. რომელი ხარ?
- ოდი, ვარ თეა, როგორა ხარ?
- ვიინ?
- ოდი ვარ, გოგო, შენი კლასელი...
- ვაიმეე, ოდი!... - ყვირილი ისმის, - თაკო, ოდია, გესმის, ქალდანი!
- თეა, როგორ ხარ, ძლივს გიპოვე...
- რამდენი ვეძებეთ შენი ნომერი, არავინ არ იცოდა... ისევ კუნძულზე ხარ?
- კი აქა ვარ, ბესო მოვიდა ეს წუთია ჩემთან და იმან მომცა ნომერი...
- მომე რა, - მითხრა ბესომ და გამომგლიჯა ტელეფონი.
- სვეტებო როგორა ხართ?... რა ვიცი, შემთხვევით მომიწია აქ მოსვლა... ხო გოგო, სკაიპშიშემოდი, რა... ხო, ჩავრთავთ ახლა... მითხარი... კი... კი ჩავიწერ... როგორ? ერთი. ცხრა. თეა.ცხრა. სამი. რაა გოგო ეს, როგორი სკაიპია?
- წამო რა, ვნახოთ... - მითხრა ბესომ. მოუთმენლობა ეტყობოდა და შევედით კაბინეტში.
- გახსოვს, მარის რომ გაჯავრებდით სკოლაში? - მეუბნება ბესო და ვიცინით.
- აბა, არ მახსოვს? - მერე მე ვკითხე, - შენ ხომ არ განგიახლდა თეას სიყვარული, ჰაა?
- არა, კაცო, რა სიყვარული?! - შეშფოთდა ბესო, მაგრამ შევატყვე, რაღაც სიხარულითაუელვარდა სახე.
- თეა, შენ ხარ ?
- კი მე ვარ, ვიდეოთვალი არ გაქვს?
- არა, მაგრამ შენ გხედავთ.
- რა არის გოგო, რამხელა გასუქებულხარ! - ყვირის ბესო.
- არ დაუჯერო თეა, არც კი შეცვლილხარ! - ვეუბნები მხნედ, მაგრამ გულს მწიწკნის თეასდაქალებული, ოდნავ მობერებული სახე, - როგორა ხარ თე, რამდენი შვილი გყავს?
- ორი, პირველი მეორე კურსზეა, მეორე - მერვე კლასში...
- რა ამბავია გოგო, გაგიზრდია, - ყვირის ბესო, - ქმარი სად გყავს? დაგვენახოს ერთი, სიძე.
- ქმარი აქაა, მოვა ახლა.
- მომიკითხე, თე! - ვეუბნები, მინდა ცოტათი დავამშვიდი ბესო თორემ ვხედავ, თავს ვეღარერევა. - თაკო არაა ახლოს?
- არა, თორემ მოვიდოდა. დავურეკე, ბიჭები, დაგველაპარაკებიან-მეთქი.
- სადაა გოგო და, შენი ქმარი დაგველაპარაკოს ერთი, - ბესო ვერ ამჩნევს, მიკროფონ ვთიშავ.
- ალო, ალოოო! - შეწუხებული გვიყურებს ეკრანიდან თეა, - არ ისმის თქვენი ხმა.
- რა ჭირს? - ამბობს ბესო, - რატო არ ისმის?
- მოიცა, მივწერ, არ ისმის-მეთქი...
- ვკრეფ ასოებს კლავიატურაზე.
- ბიჭებო, არ ისმის!
- მოიცა, შევეცდები ჩავრთო, ითიშება ხანდახან ინტერნეტი.
უცებ ითიშება ეკრანი. ბესო გაკვირვებული მიმზერს.
- შენ გათიშე?
- არა, არა...
- რა, არ გათიშე, ვასია! - ისე წყინს, შემეცოდა.
- მოიცა, ვცდი ისევ.
- არა, არ გინდა, იყოს.
- წამო, წამო ახლა თორემ, გატყობ, სიყვარულის ახსნას დაუწყებ მალე.
- რა, Bბესო, ახლაც გიყვარს? - შეეკითხა ჩემი ცოლი.
- ხო რა, გოგო! ქმარი არ ყავდეს, ახლაც მოვიყვანდი ცოლად.
- გახსოვს, მის დაბადების დღეზე, კინაღამ რომ გვცემეს? - ვეუბნები მოგონებებშიგადავარდნილი.
- რა კინაღამ, მაგენის დედა მოვ...ნ, - ხარხარებს ბესო, - თეას სამივე ძმა მე დამესია.დედამისს ის შტერი, პიჟონი ვანო სიძედ მიაჩნდა უკვე; მე რაში ვაწყობდი, ავარნდილი ბიჭი.სამივე ერთად მაკავებდნენ. ისე, ხელი როგორ არ დამარტყეს, კი მიკვირს. ვანოს, დედამისსდა მამამისს ერთად ამოვუტრიალე ყველაფერი... საცოდავი გენა, მოსკოვში დაიბრიდაშარშან. სამმა გაიჩხირა რაღაც ბანძობა, მაინცადამაინც ამან ვერ გაუძლო.
- ის უმცროსი იყო, ხომ? – ვეკითხები, თან ვგრძნობ, მეთანაღრება გული.
- ხო, უმცროსი... უფროსი სტავროპოლშია, მომდევნო - ვორონეჟში.
- პეტრესი რა იცი? არსად გამიგია მაგაზე.
- არც მე, ვასია, მაგას ხო გახსოვს, დედა ბერძენი ყავდა და ათენშია, მგონი; ოუ, გაცინო,შარშანწინ შემთხვევით კუსას შეხვედრია მარტვილში, ორივე დამჯდარან და უტირიათ.წარმოიდგინე, ერთი საათი ტიროდნენ თურმე. - ხარხარებს ბესო და ვგრძნობ, მასაც ცოტაუკლია ტირილს.
- იცი რამე ნომერი?
- კუსამ იცის, დავურეკოთ, მოგვწერს.
- ნანა, ნანასი იცი რამე?
- ხო, ნანა წალენჯიხაშია, გათხოვდა. მაგისი ძმა გახსოვს?
- კი, პაატა...
- ხო, მაგიც დაიბრიდა, ოთხი წლის წინ. გაიჩხირა უაზროდ.
- მოსკოვში რამაზი თუ ნახე?
- კი, კარგადაა.
- რაო, როგორაა, ქურდობა უნდოდა, მახსოვს.
- უნდოდა კარგია, ვის არ უნდა, მეც მინდა აგერ, - გაიცინა ბესომ.
- არა აქვს შანსი?
- რა ვიცი, შანსი ყველას აქვს, მთავარია, როგორ გამოიყენებს. თუ გინდა რამე, იქითკენმიდიოდე უნდა; აი, შენ რაც გინდოდა, ხომ იმას აკეთებ ბავშვობიდან? ხატავ და არ იცვლიხომ ამ გზას?
- კი, მასეა. ხუთი წლიდან სხვა რამ არც მდომებია, - ვიგრძენი მიამიტურად გამომდიოდა,მაგრამ ბესოსთან არაგულწრფელობა და პოზა ტეხავდა, არასოდეს თვითონარაგულწრფელი არ ყოფილა ჩემთან.
- ა, ბიჭებო, შეხედეთ, - მიუბრუნდა ყმაწვილკაცებს, - რაც თავი მახსოვს, სულ წიგნები დახატვა. თავის თავისთვის არ უღალატია კაცს. - ბიჭები ცოტა არ იყოს, სამუზეუმოექსპონატივით მიყურებენ, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას.
- Bბესო, არ დაგავიწყდეს იცოდე, დემურთან კატალოგს გაგატან, ჩემი ნახატებისაა, პატარაბროშურა, და მწერლობის მეოთხე ტომიც უნდა გაგატანო.
- აბა ბიჭო, როგორ დამრჩა მაშინ? იცი რამდენი მიყვირა. ძაან გაუხარდება. ამ ბროშურაზესაერთოდ გაგიჟდება.
- ჩხუბობდით ბესო? - ეკითხება ჩემი ცოლი.
- ჰოო, - ჩაფიქრდა ბესო, - სულ ომში ვარ ჩემო დაო, იქ კი – არა, რა! რაღაც ჩემებურიშეხედულებები მაქვს...
- მაგას არ გეკითხება, ერთმანეთში თუ ჩხუბობდითო.
- ოოო, რას ქვია თუ ვჩხუბობდით, - დაიწყო ხარხარი, - მოკლული მყავდა ცემით ოდი, -ხარხარებს, მერე ქის რომ შეხედა, დაამატა, - აბა, ქი, სულ ვჩხუბობდით, ვხოცავდითერთმანეთს.
***
წიგნი და კატალოგი მაინც დარჩა ბესოს იმ დღეს. ღამის ოთხზე თუ დილის ოთხზედამირეკა, ძლივს გამოვფხიზლდი.
- ოდი, იცი ოდი...
- ვიცი Bბესო, წიგნი დაგრჩა...
- ხო, ამის დედა მოვ..ან, გადაირია დემური, როგორ დაგავიწყდაო.
- ნუ იდარდებს ბიჭო, ჩამოვალ ან გამოგიგზავნი. რაც მთავარია, მისამართი ვიცი უკვე. არადარდო მაგაზე კაცი.
- ხო, ვასია.
- როგორ იმგზავრე, ყველა მთავრალი იყავით?
- არაა პრობლემა, ბოლო ბორანს მივუსწარით, სულ სიცილ ხარხარით ვიმგზავრეთ. კუსა დაგელა გადავრიე. გაგიჟდნენ, უჩვენოდ როგორ წახვედიო. დავთქვით, ერთხელაც სამივენიჩამოვალთ.
- გაიხარე! აბა, თქვენ იცით. დემური მომიკითხე.
- კარგად, ვასია.
***
- სენაკისკენ როდის გადის? - ვეკითხები ავტოსადგურში მძღოლს. ჩასუქებული კაცია,სუმოს მოჭიდავის ტიპის, მიყურებს და მეუბნება:
- თერთმეტზე მე გავდივარ თბილისში და წაგიყვან.
- მერე, იქ როდის იქნები?
- თუ ბორანზე არ დაგვაგვიანდა, 5 საათზე.
- ო, არა... უფრო ადრე არის რამე?
- ადრე ბაქო გადის და იმას უთხარი, თუ წაგიყვანს.
ვეძებ ბაქოს ავტობუსს, ძლივს დავითანხმე მძღოლი, რომ წავეყვანე. მოუვლელიავტობუსია, “ლაზი” რომ ერქვა საბჭოთა დროს და ახლაც, რა თქმა უნდა, იგივე ქვია, ოღონდახლა თუ გამოდის, არ ვიცი.
როგორც კი ბორანზე ავიდა ჩვენი ავტობუსი, ვებერთელა უკრაინული ხომალდი იყო,რაღაცნაირად, უმწეობის გრძნობამ შემიპყრო. პირველად მივდივარ საქართველოში 16 წლისშემდეგ, თან კლასელები უნდა ვნახო რამდენიმე. ვინც საქართველოც შემორჩნენ, რომლებიცსკოლის დამთავრების შემდეგ არ მინახავს.
ძველ სენაკში ვაჩერებინებ, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. პატარა, მოკლეზეგადაჭრილი ბილიკით შევდივარ ტიპიური რუსული სამხედრო საცხოვრებლებით მოფენილიდასახლებისაკენ. როგორც კი მატარებლის ლიანდაგებზე გადავდივარ, სამგლოვიარომუსიკის ხმა მეფეთება. იქვე შემოღობილიში მოხუცი უჩხიკინებს გიდელს. მოდი,ვკითხავ-მეთქი, გამიელვა ფიქრმა და სწორედ მაშინ მომიბრუნდა თვითონ.
- უკაცრავად ბატონო, საათი ხომ არ იცით რომელია?
- სამია, ბატონო ჩემო. თუ იცით, აქ ვისი პანაშვიდია?
- სოხუმელია ბატონო. ვინ, - არ ვიცი.
- მადლობთ, ძია კაცო, - რაღაც კომიკურ ხასიათს იღებდა ამდენი ბატონოს ძახილი.გადავეჩვიე, ეტყობა.
მივუახლოვდი კორპუსს. იქ გვერდზე გამდგარ რამდენიმე ადამიანთან დავაზუსტე, რომმართლა ჩემი მასწავლებლის გასვენება იყო. შემდეგ რამდენიმე ადამიანს შევუერთდი დაშევედი მისასამძიმრებლად. დაფხავებული იყო კიბის სახელურებიცა და საფეხურებიც,ჩამონგრეული კედლები სარემონტოდ გამზადებულს გავდა. მასწავლებელს ღიანაცრისფერი კოსტიუმი ეცვა. თმა მთლიანად თეთრი. გამახსენდა, გუმში ერთადერთი კაციიყო, ვინც თმას იღებავდა. დამენანა. სიბერეს დანებდა, ეტყობა. ბესოს ჩამოვართვი ხელი დაჩავედი ეზოში. სასწრაფოდ დავურეკე კუსას.
- სად ხარ, კუსა?
- აქ ვარ, სუფრას ვუზივარ.
- ხო, მე ჩამოვედი და ეზოში ვარ.
- კარგი.
ცოტა ავღელდი, ველოდები, როდის გამოვა. ვებერთელა სეფაა გაშლილი, ბრეზენტითგადახურული.
- უკაცრავად, ბატონო, აქეთ მობრძანდით, თუ შეიძლება.
- მეპატიჟება ხნიერი კაცისეფისკენ.
- არა, მადლობთ, მეგობრებს ველოდები. - მერე მეღიმება და ვეუბნები, - მე ფარნავაზის ბიჭივარ. - თვალებში ცრემლი უკიაფებს.
- ვაი, ჩემს თავს! - და მიკრავს მკერდში, - კი ვერ გიცანი, შვილო, მაპატიე.
- რას ამბობ, როგორ მიცნიობდი? - ვეუბნები და გული მეთანაღრება, ვერც სახელს ვიხსენებმისას და ვერც გვარს. უბრალოდ, სახეზე ვცნობ.
- შენი მასწავლებელი იყო, ხომ?
- დიახ, თან ბესოს კლასელი ვარ.
- ვა, საცოდავი მამაშენი. ტირილშიც ვერ ჩამოვედი.
- არა, მამა კარგადაა, ცოტა გული აწუხებს.
- ვაა, ჯანდაბა ჩემს თავს, აბა, რა გავიგე კაცო... – შეწუხდა, - ვაი, მგონი და დაგეღუპა, ხომ? -თავს ვუქნევ, - ხო, საცოდავი. აბა ფარნავაზი კარგადაა, ხომ.? - ტირის კაცი, - მომიკითხე,იცოდე. კაცური კაცია მამაშენი. სოფლის ბურჯი იყო, იცოდე.
- გაიხარე!
- მართლა, ერთი ჭიქა თქვა უნდა, კუნძულიდან ჩამოხვედი კაცი.
- აუცილებლად. კუსას ველოდები და გელას, და ერთად დავსხდებით. - ვემშვიდობები დაეზოს ბოლოში ვებერთელა თეთრგაზეთგადაკრულ მორზე ვჯდები. რაღაცნაირად მწყდებაგული. ერთი საათი გავიდა და კუსა არ ჩანს. გელას ვურეკავ, არ გადის. ვდგები დავწრიალებ. რამდენიმე ადამიანი ვიცანი, მაგრამ სახელი არ ვიცი არცერთის და არ მივდივარ.უცებ მობილური ახმაურდა - “ შავლეეგ...”. საჩქაროდ გავთიშე, კუსაა. ავიხედე. ისაა.ბავშვური სახე, მე რო მახსოვდა, გავსებია, ჩასუქებულა, ეშმაკური ღიმილთღა ვიცანი.
- დავრეკე, თუ ხელი მობილურისკენ წაიღო, ისაა-მეთქი, - გადამეხვია კუსა. - ქუჩაში ვერგიცნობდი!
- როგორა ხარ ?
- რა ვიცი, ოდი, ვართ, რა. გელა სადაა ამდენ ხანს, ნეტა? მოიცა, დავურეკო. სად ხარ ბიჭო?...როდის... გზაზე... მოიცა.
- მოვდივართო, მითხრა.
გავიხედე შარასკენ. ვხედავ, მოდის გელა. ტანი ისეთივე გალეული აქვს როგორიც იყო. სახეგაუხეშებია ცოტა, მაგრამ დიდად არაა შეცვლილი. თვითონ თქვა, - სანამ არ გაიღიმე ვერგიცანიო. მისი დაც არ შეცვლილა. და ხატია, ასევე ჩვენი კლასელი, რომელიც მეთერთმეტეკლასიდან გათხოვდა. ეტყობა, მე ვერ მიცნო. სახე იმდენად აქვს შენარჩუნებული,შეუძლებელია, არ იცნო. გამოხედვაც იგივე, - ბავშვობისდროინდელი.
- ხატია, როგორ ხარ? - ვეკითხები და მეღიმება.
- ვაიმე, ოდი! - გადამეხვია, - შენა ხარ, კი ვერ გიცანი! - ცრემლი უდგას მასაც თვალებში. -აგერ ჩემი ბიჭია, გაიცანი.
- ხელს ვართმევ ყმაწვილს, თვრამეტის იქნება ალბათ, დაიხარა დაგადამკოცნა.
- როდის მოასწარი, გოგო? - მეღიმება.
- შენ რამდენი გყავს, ოდი?
- მე, ერთი.
- გოგო თუ ბიჭი?
- ბიჭი, შვიდისაა. - მეღიმება, მაგრამ მათი ცქერისას ვხვდები, რამდენად ვარ შეცვლილი.მაინც მოულოდნელი იყო იმის მოსმენა, თითქმის ყველანი რომ აღნიშნავდნენ, - გზაშიშეხვედრისას, ვერ გიცნობდითო.
- წამოდი, შეგვყევით. - გვეუბნება გელა
- ჩვენ ვიყავით უკვე.
- მერე რა, ისევ შევიდეთ ერთად
- გაგიჟდი, რა წესია? - გაბრაზდა კუსა.
- მიდით, ეგერ, ერთი ჯგუფი შედის და შეყევით. - ვეუბნები. მიდიან.
- როგორ შეცვლილა ხატია?! - ამბიობს კუსა სინანულით.
- კი, მაგრამ, აქვე ვცხოვრობო. ამდენ ხანს როგორ ვერ ნახეთ შენ და გელამ მაინც? - ვეუბნებიგაკვირვებით.
- რა ვიცი, არ შეგვხვედრია როგორღაც.
- პეტრეზე მითხრა ბესომ, რომ გინახავს.
- აბა ბიჭო, ისე მოულოდნელი იყო, გაშეშებულები ვიყავით კარგა ხანს. რენესი ხომ არ იცირამე?
- მისი ძმა გამეჩითა ამას წინათ სკაიპში, ტელეფონის ნომერს მოგცემო და მერე არშემოსულა.
- რომ გაიგებ, ძმურად, მეც მომწერე.
- აბა, რას ვიზამ? ტოროსი იცი? - ვეკითხები ღიმილით.
- სად ნახე?
- მოსკოვიდან დამირეკა, დამპირდა ჩამოვალ გულანშაროშიო.
- როგორ ძლებენ იმ მოსკოვში? მთელი გუმი იქაა: ჩვენი ოცმეთაური, ასმეთაური, კამბატი...ყველა იქაა. ბოლო-ბოლო მათ არ ვებრძოდით? იმ მოსკოვში როგორ ძლებენ? - თავზეშემოიწყო ხელები კუსამ.
- რა ვიცი, მე გამიჭირდებოდა. იმიტომაც არ წავედი. ისევ კუნძული ვარჩიე.
- აქ რატომ არ ჩამოდიხარ, ახლა ხომ უკეთესი სიტუაციაა? - გაოცებული ვუყურებ დავეუბნები:
- ახლაც ჩათვალე არ ვარ. ეს საქარველო არაა, რაღაც კოშმარია. ასე დასაცინი არასოდესვყოფილვართ ქართველები.
- რა გვექნა, ოდი, რუსს რას მოუგებ?!
- მაშინ, არ დაგვეწყო.
- არ დაგვიწყია! - ამბობს მტკიცედ, - ყველა ვარიანტში შემოგვიტევდა.
- ისევ სამხედროში ხარ?
- კი, ახლა, ცოტა ხნით ტრენინგების სამსახური მაბარია, მაგრამ როგორც კი შტატებიჩამოვა, ისევ საწყობში გადავალ.
- ომში მოგიწია?
- სენაკში ვიდექით, მერე ბათუმში გადაგვიყვანეს, მთელი სამე თვე იქ ვიყავით.
- შენ რა გითხარი, მცოდნოდა... სამი საათის სავალია კუნძულიდან ბორანით! - ვამბობდანანებით.
- არ ვიცოდი. ხომ გეუბნები, ბესომ ააგდო შენი ადგილი. აგერ ერთი თვის წინ. - ამბობს კუსადა წამწამებს აფახულებს ჩქარჩაქარა. ესღა შემორჩენია ჭაბუკობიდან. - სამივენივაპირებდით წამოსვლას, ერთ კვირაში, შენთან. ეჰ, საცოდავი დემური. რამდენსგვეჩიჩინებოდა, გახსოვს.
***
დემური მღვდლის შვილი იყო, ტრაბახობდა კიდეც ამით.
- ამ გლახებივით უტვინოებისშთამომავალი კი არ ვიყავი, წიგნი ჩვენი ოჯახის ხელობა იყოო, - ხანდახან გამოურევდაგაკვეთილზე. მართლაც ოთხივე ძმა ნასწავლი იყო: დემური ფილოლოგი, დიომოდეფიზიკოსი, დურმიშხანი ქიმიკოსი და დემნა მათემატიკოსი.
- ოდი, სად ხარ, თბილიშსი? - მეკითხება ხატია და ცხვირსახოცს მალავს ჩანთაში.
- არა, ხატია, კუნძულზე ვარ, გულანშაროში.
- ვინმე არის ჩვენებური?
- არა, უკვე მარტო ვარ, თითქმის ყველა შარშან წავიდა თბილისში, ომამდე..
- თბილისში ხომ არიან ჩვენები, ნომერი იცით ვინმემ? - ამბობს გელას და ნინო.
- ბესომ მითხრა, ახლახან რომ იყო ჩვენთან და მას შემდეგ ხშირად ვესაუბრები თეას დათაკოს. დავურეკე, მაგრამ მითხრეს, ბავშვებს ვერ ვტოვებთ და შენ მიუსამძიმრე ბესოს ჩვენსმაგივრადაცო.
- მოდი, ბესოსთან ავიდეთ.
- ვეუბნები გელას.
- წამო, - ამბობს კუსა და ავდივართ მეორე სართულზე. ბესო ჩვენს დანახვაზე გვანიშნებსდა პატარა ოთახში მიგვიძღვის, მიცვალებული სადაც ასვენია, იმის მოპირდაპირედ.ეტყობა, მართლა რემონტია მთელს სახლში.
- რა დაემართა, ბესო, ასე უცებ?
- რა ვიცი, ბიჭო, კარგად იყო. დაულევია ცოტა და მარშუტკაში, ყველას ეგონა თურმე,ძინავსო... გათავებულა კაცი. წიგნი ედო მუხლებზე თურმე გადაშილილი.
- საცოდავი, რამდენჯერ დავაპირე წამოსვლა... - ხელი ჩავიქნიე.
- გოგოებს უთხარი? - მეკითხება ბესო.
- გისამძიმრებენ, ბესო, ვერ წამოვალთო, მითხრეს. ბავშვებს ვერ ვტოვებთ ვერავისთანო. -ბესოს სახე წაუხდა.
- ჰო, კარგი, - მაინც ვერ დამალა, - სად ყავთ ასე პატარა ბავშვები?
- რა ვიცი, შეიძლება საშუალება არ ჰქონდათ, - ვცდილობ, რაღაც ვთქვა.
- შენ რომ ამბობდი, კლასელები შევიკრიბოთ სენაკშიო, - მიუბრუნდა კუსა ბესოს, - აქჩამომსველები იყვნენ ისინი?
- ბესო, მოდი, ქუთაისლები არიან... - შემოდის ბესოს და. ისეა შეცვლილი, თავიდან ბესოსდედა მეგონა. მერეღა ვიცანი, ასე ახალგაზრდა როგორ იქნება-მეთქი ბესოს დედა. ისიცმასწავლებელი იყო, მუსიკას გვასწავლიდა. ყოველთვის ღიმილი გადამივლის ხოლმე მისგახსენებაზე. სულ ერთი და იგივე შენიშვნას მაძლევდა: სიმღერების ტექსტს რომ ვწერდი,ფერადად ვაფორმებდი ხანდახან. ის კიდევ, - ჩემი ნაწერის ქვეშ წითელი ხაზი არ გაუსვა, არშეიძლება ჩემი ნაწერი შენ გაასწოროო. ეტყობა, მე ვერ ვხატავდი ტალღებს კარგად.
ისეთი სევდა მომაწვა, ვინანე, რამ წამომიყვანა-მეთქი.
- ბიჭებო, მარი მოვიდა, წამო ვნახოთ, - ამოვიდა ხატია.
- ვა, მარიც მოვიდა! – წამოიძახა კუსამ და ორაზროვნად გამიღიმა. რაღაცნაირადშემითრთოლდა გული.
ჩავედით ყველანი, სეფაში შეგვიძღვა გუმელი მეზობელი, რომლის სახელი ისევ ვერგავიხსენე და კუთხეში მარტო მგდარ ქალთან მიგვიყვანა, რომელსაც ორი ბავშვი ჰყავდაატატებული მკერდთან, ორი-სამი წლისანი თუ იქნებოდნენ. გვრდით გელას და ედგა. მასმიუბრუნდა და უთხრა ხმამაღლა:
- ეს კუსა, გოჩა და ეს ოდი, ხომ? - ნინომ თავი დაუქნია. გადავკოცნეთ სამივემ. ვცდილობროგორმე ამოვიცნო მასში მარი: საშინლად გამხდარი, გალეული, კბილები რაღაცნაირადჩაშავებული თუ რაღაც. ხმა, ხმა მაინც ხომ უნდა შერჩენოდა? ხმა რაღამ შეუცვალა? არცღიმილი, არც გამოხედვა. ღმერო, ასე რამ შეცვალა?
***
სასაფლაომდე ფეხით გავყევით გზას. ზვიადი დამემგზავრა, მთელი რუსეთის ამბებიმომიყვა. თუ მიდიხარ ისევ-მეთქი, - ვკითხე. “ალბათ კიო”, “მერედა რას მიდიხარ იმგასაწყვეტლებში-მეთქი”, ეშმაკურად გაიღიმა, “გასაწყვეტადო” და გაიცინა.
***
- ამის დედა ვატირე, კაცს დაბადებიდან წიგნი არ გაუგდია ხელიდან! - დამწუხრებულიდაჰყურებს ბესო საფლავის ბორცვს, ნიჩბით რომ ასწორებენ ჭირისუფლები. დანანებითვუქნევ თავს. ლამისაა გული ამომივარდეს, ათიოდე წუთი ვყრიდი მიწას სამარეში დაკინაღამ გამივარდა ნიჩაბი ხელიდან. კიდევ კარგი, გელამ, - დააგდე და მე გავაგრძელებო, -მითხრა. უცებ ვერც მოვედი გონზე, მერე გამახსენდა, ხელში ნიჩბის მიწოდებაზე, “ვააშინერსო” რომ ამბობდნენ და დავაგდე.
***
მესამე ჭიქის მერეღა ვკითხე მარის, - მათემატიკას რა უყავი-მეთქი?
- ესენი ვარჩიე, - მითხრა, ბავშვებზე მიმითითა და გაიღიმა. შორიდან, ძალიან შორიდანმოვიდა, მის გაბადრულ სახეში ამოტივტივდა ოცი წლის წინანდელი გოგოს სახება.
- ეს ვინაა, რაა! - ბორგავს კუსა.
- რა მოხდა?
- შტერია ეს ახვარი, ერთი საათია სამი სადღეგრძელო აქვს ნათქვამი. ქორწილი ხომ არაა?
- კარგი მოეშვი, - კინაღამ გამეცინა.
- ამ ჩათლახს ჯერ დემურის ხსენების არ უთქვამს და ვიღაც თესლის შვილის ხსენებასამბობს!
- კარგი დაწყნარდი, - შევწუხდი.
- მოკლეს კაცი და ახლა კიდევ დასცინიან!
- ბიჭებო, აბა, კარგად, მე უნდა წავიდე! - წამოდგა მარი, - მეუღლე მელოდება.
- წამო, გავაცილოთ, - ვეუბნები კუსას.
- წამოდი, ამ ახვართან მაინც არ გაიჩერება.
- რა ქნეს ასეთი?
- ახვრებმა, ბიჭო, დემური გამოუშვეს სკოლიდან და ვიღაც თესლი არჩიეს. და ამ ახვარმაგუმელმა სევერიანმა, იმას დაუჭირა მხარი. დემურის დაბარებული ჰქონდა, - ის ახვარი არმოუშვათ ჩემს ტირილშიო. ეს კიდევ სადღეგრძელოებს უკვეთავს.
- დემური როგორ გამოუშვეს სკოლიდან? - გაოცებისაგან არ ვიცი, რა ვთქვა, - მერე ვინმიიღეს, ეს რომ გაუშვეს?
- მაგათი დედაც! - გავეშებულია კუსა.
მივყვებით ყველანი მარის.
- ერთი გაგვაცანი, რა ქმარი გყავს ასეთი, - ამბობს გელა, - ხუთი ბავშვის მამა.
მარის ეცინება.
- აი, გაიცანით, - არ ველოდი ასე უცებ.
“გაზ ოცდაოთხთან” ატუზელი, ორმოციოდე წლისსაქმიანი კაცი წარმოგვიდგინა. ყველამ გადავკოცნეთ.
- ხშირად დაგირეკავთ აწი, - ვეუბნები მარის.
- რა თქმა უნდა. მე არ მაქვს მობილური, მაგრამ აგერ მეუღლეს დაურეკეთ და არააპრობლება.
- აუცილებლად, რომ მოხვდებით ჩხოროწყუში, აუცილებლად გვნახეთ. - ამბობს დინჯადბატონი ბაგრატი და ნაზად სვამს მარის მანქანაში.
- ვინაა? - ვეკითხები კუსას, როცა საკუთარ გამონაბოლქვში უჩინარდება მანქანა.
- ჩხოროწყუს გამგებელია.
- იქნება.
- ვამბობ ჩუმად. მერე ბიჭებს მივუბრუნდი და ვეუბნები.
- მეც წავედი ბიჭებო.
- რას ამბობ, ხომ თქვი ვრჩები დღეს შენთანო, - ამბობს გელა.
- არა, წავალ, - ერთი სული მაქვს ახლავე გავიქცე.
- წამო, ბესო ვნახოთ. - ამბობს კუსა. ბესო გამოვიხმეთ. ბრაზდება:
- არა, გამორიცხულია. ჩვენ ჩამოვჯდეთ უნდა.
- არა, რა! კარგ შემთხევაში, ახლა მაინც არ გვექნება რამეს თავი. მერე ჩამოვალ. თქვენაცჩამოხვალთ და მაშინ ჩამოვჯდეთ. ახლა არაფრის ხალისი არა მაქვს. - ვეუბნები დამივდივარ ცენტრალური მაგისტრალისკენ. ბესო გადამეხვია ერთხელაც და წავედი. გელა დაკუსა მომყვებიან. მეც წამოვალო, ბესომ.
- ხომ არ გაგიჟდი?! შენ მიხედე რა, შენს საქმეს.
- ხო, კარგი. აგერ ბიჭები გაგყვებიან.
გავედით მაგისტრალზე და ველოდები ფოთისკენ მიმავალ მანქანას. ძლივს ერთმაგაგვიჩერა, მაგრამ სწორედ მაშინ გვირეკავს ბესო და იძულებული ვართ, გავუშვათავტობუსი.
ცოტა ხანში თვითონ მოდის შავი მერსედესით.
- დაჯექით.
- ბიჭო, მიხედე შენს საქმეს! - შევწუხდი სერიოზულად.
- ჰო, რა, დაჯექით ახლა.
სამივენი უკანა სავარძელზე ვსხდებით.
- გაიცანით ეს ჩემი ცოლია, - გაოცებული ვაჩერდები წინა სავარძელზე მოკალათებულიქალის კეფას. – გაიცანი, გოგო, ჩემი ძმები არიან. - ქალი უხერხულად იხედება ჩვენსკენ დაუხმოდ გვიქნევს თავს. - ეს წუთია ჩამოვიდნენ მოსკოვიდან ეს და დედამისი. – ოდი, საით,ფოთში, ხომ?
- და რა, იქ უნდა წამოხვიდე? - ვეკითხები უკმაყოფილოდ.
- მერე რაა, ოც წუთში მიგიყვან.
- გამორიცხულია!
- რაა გამორიცხული, ბიჭო? რა უნდა მაგას.? - ამბობს ბესო და სიჩქარეს უმატებს.
- გააჩერე.
- რა იყო?
- გააჩერე, არ მივდივარ.
- არ აჩერებს და სარკიდან მიყურებს.
- გააჩერე არ მივდივარ, გელასთან ვრჩები ნოსირში.
- აგაშენა ღმერთმა! - ამბობს გელა.
- ნაღდად? - ეჭვით მიყურებს ბესო.
- ნაღდად. წაგვიყვანე ნოსირში.
ბესო მანქანას მკვეთრად ატრიალებს და ნოსირისკენ კრეფს სიჩქარეს. ელვის უსწრაფესადუჩინარდებიან მაგისტრალის გაყოლებაზე ხეები და სარკმლის წინ მიმქროლავი სანახებიშეუმჩნევლად მიმაქანებენ წინ, ბავშვობაში.