შენ თუ
სხვის თვალებში დაინახე
მწარე ნაღველი და მწუხარება,
რწმენით გაუნათე
სათნო სახე
იმედდაკარგულსა და უკარებას.
შენ თუ
დაინანებ უპატრონოდ
სამდე მიტოვებულ
ეზო-ყურეს,
თუ ძაღლს ხმას არ გასცემ
უბატონოდ,
ხელში მშიერი რომ
შემოგყურებს.
და თუ
ტკივილებმა გაგახელოს,
შეძლე უბოროტო გაცინება,
შენს მტერს,
წამოჩოქილს სანახევროდ,
შენ ნუ გაუბედავ
დამცირებას,
რაგინდ ფეხქვეშ იგრძნო
დიდი რწევა,
მაინც არ დაკარგო
მიწის რწმენა,
მოყვასს გაუნათე
გზა და ფონი,
სიტყვა ტკვილების
მოსაფონი.
შენ არ გაიხადო
სასაცილოდ
სხვისი ჭირ-ვარამი,
გაჭირვება,
თუ გსურს, მწუხარება
ამაცილო,
შევძლო
სიხარულით ატირება!