სადმე ვინმემ თუ მიპოვნა ბედად,
განცდა მიწევს პირველცოდვის შიშის...
აღარ შეცდე, მეგობარო, მეტად,
შებრუნებით არ ჩაიდო პირში!
დაგანახებ ირონიას ფერთა,
ნიკოტინით და ლექსებით გათრობ...
შენ კი, მაინც, ძმაკაცებთან ერთად,
ამანთებ და ჩემს მწვანე ძმას ნატრობ!
დამატარებ აქეთა და იქით,
მე ვარ შენი ალფაცა და ბეტაც!
ნუ დამიჭერ პოეტს ორი თითით
და ნუ მკითხავ: ვინა ხარო ნეტა?
და თუ მაინც არ გაგიძლო გულმა
და მეც უკვე ვეღარ გაძლევ იმედს -
გადამაგდე! გადავტყდები უმალ
ანდა ფეხით გადამივლის ვინმე!
არ დამიწყო ეხლა "რაო-რაო"...
ამანთე და... მეც არ მინდა მეტი...
ქალის მკერდში ჩამაფერფლე, ძმაო,
სანამ სადმე დამაჭყლიტავს ბედი!
განცდა მიწევს პირველცოდვის შიშის...
აღარ შეცდე, მეგობარო, მეტად,
შებრუნებით არ ჩაიდო პირში!
დაგანახებ ირონიას ფერთა,
ნიკოტინით და ლექსებით გათრობ...
შენ კი, მაინც, ძმაკაცებთან ერთად,
ამანთებ და ჩემს მწვანე ძმას ნატრობ!
დამატარებ აქეთა და იქით,
მე ვარ შენი ალფაცა და ბეტაც!
ნუ დამიჭერ პოეტს ორი თითით
და ნუ მკითხავ: ვინა ხარო ნეტა?
და თუ მაინც არ გაგიძლო გულმა
და მეც უკვე ვეღარ გაძლევ იმედს -
გადამაგდე! გადავტყდები უმალ
ანდა ფეხით გადამივლის ვინმე!
არ დამიწყო ეხლა "რაო-რაო"...
ამანთე და... მეც არ მინდა მეტი...
ქალის მკერდში ჩამაფერფლე, ძმაო,
სანამ სადმე დამაჭყლიტავს ბედი!