Litclub.ge

მელიქიშვილის გამზირი...
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის,
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა _
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა..