Litclub.ge

ყოჩი

ყოჩივარდა

გაყოყოჩდა:

ყოჩი ვარ და

ამიტომო,

გაზაფხულის

ყვავილებმა,

თავი აღარ

გამიტოლონ!

 

 
იამ გულში

გაიფიქრა:

შენი ტოლი

როდი ვარო,

გაზაფხულის

მახარობლად

სულ პირველი

მოვდივარო.