უღრან ტყეში, ჯავის მხარეს
დათვის ბელი დატანტალებს.
ღრანჭზე ბეწვი გასცვენია
სცივა მაგრამ არ კანკალებს.
თაფლი უყვარს, მაგრამ არ აქვს.
ვინ მიართმევს რძეს და კარაქს?
ვაი, მისი ტყავის ბრალი,
თუ მოგვპარავს ზამთრის მარაგს!
სხვა ბელია, თქვენ რომ იცნობთ
ზოოპარკში მჯდარი ხვითო.
ხელს გვილოკავს, საჭმელს ითხოვს
და ვუყვარვართ ვითომ, ვითომ...
ეს ბელი კი უყისმათო,
დატანტალებს და ბევრს დარდობს
მშობლები ჰყავთ ეკას, დათოს
მე არა მყავს, ნეტავ რატომ?
მურა ბელი კლანჭებგრძელი
ზამთრის მოსვლას შიშით ელის.
ვუთხრათ მამას, ბიძას, პაპას.
ჩახმახს არ გამოჰკრან ხელი!