Litclub.ge

ცელქი მელა

ტყის ნაპირას მიმავალმა

ვნახე ერთი ცელქი მელა,

მივესალმემომესალმა,

გადმომხედა წუწკმა ცერად,

მძიმე ხურჯინს მიათრევდა -

მიდიოდა ნელა-ნელა.

მაგ ხურჯინში რა გიწყვია,

სად იყავიცელქო მელა?

წისქვილს ვიყავსიმინდს ვფქვავდი,

ფქვილი მიმაქვს მოსაზელად,

რა ვქნადიდი ოჯახი მაქვს,

ჩემი სარჩენია ყველა.

შენ რა გინდა ამ ტყეებში? -

თითქოს მანაც გაიკვირვა,

მაგრამ ამ დროს მის ხურჯინში

მამალმა არ დაიყივლა?!

და გაიქცა ცელქი მელა,

დაიკარგა ტყეში წამსვე,

ხურჯინი კი მიატოვა -

ქათმებით აქვს თურმე სავსე.

ცოტა ხანში ნირწამხდარი

გაღმა სერზე დავინახე,

დავუქნიე მაშინ ხელი

და მუქარით მივაძახე:

არ გინდოდაწუწკო მელა,

ნაქურდალის გამოჩენა?

კარგიკიდევ რომ შეგხვდები,

ვერვინ შეძლოს შენი შველა!

ქათმები კი დავამშვიდე -

წყალი ვასვი იქვე რუში,

წინ მამალი გავუძღვანე

და სოფლისკენ გამოვუშვი.