Litclub.ge

სიმღერა სამშობლოზე
რერო-რერა, რერო-რერა,
ვინ მასწავლა ეს სიმღერა?!
მოჩუხჩუხე ნაკადულმა,
მერცხალმა და გაზაფხულმა.

რერო-რერა, რერო-რერა,
ვინ მასწავლა ეს სიმღერა?!
შრიალა ტყემ, ლურჯმა ყანამ,
ყვავილების იავნანამ.

რერო-რერა, რერო-რერა,
ვინ მასწავლა ეს სიმღერა?!
მზის სითბომ და დედის გულმა,
ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა...