Litclub.ge

შემოდგომა
მოუწყენიათ წეროებს,
გუნდი გაფრენას აპირებს,
თვალცრემლიანი დასცქერენ
ლამაზი ტბების ნაპირებს.
გუბეში დგანან მდუმარედ
კანჭაკეცილი ყანჩები,
მხოლოდ ბაყაყი ყიყინებს:
თქვენ წახვალთ, მე აქ დავრჩები!
თქვენ წახვალთ, მე აქ დავრჩები!..