Litclub.ge

* * * "თუმცა მოგონება მზიანია"
თუმცა მოგონება მზიანია-
ზეცა ალუბლებით დანაფერი.
მაინც ყველაფერი გვიანია,
აღარ შეიცვლება არაფერი.
მალე უნუგეშოდ წარიშლები...
(ბაღში გაძარცული ნაძვებია).
გულზე, ბობოქარი ქარიშხლები,
მძიმე ლოდებივით მაწვებიან.
კვლავაც მოუთმენლად მელოდები,
ზღვები უმიზეზოდ შფოთდებიან.
გადაყვითლებულა მდელო-მთები,
გზაზე გაცრეცილი ფოთლებია.
თუმცა მოგონება მზიანია-
ზეცა ალუბლებით დანაფერი.
მაინც ყველაფერი გვიანია,
აღარ შეიცვლება არაფერი.