Litclub.ge

* * * "აქეთ მწვანე ფერდობია"
აქეთ მწვანე ფერდობია,
იქით-ლურჯი ფერდობი.
უკვე აღარ გენდობიან,
შენც არავის ენდობი.
მწუხარეა, ვხედავ მთები,
გულში მზეა ნაკლები.
უკვე აღარ მედარდები,
აღარც შენ გენაღვლები...
შენისლულა მთა-კორდები,
წერ სისხლიან სტრიქონებს....
უკვე არვის აგონდები,
შენც არავის იგონებ...
ქრება თეთრი კელაპტრები,
მგონი ქრება სინათლეც.
უკვე არვის ენატრები,
შენც არავის ინატრებ...
აქეთ მწვანე ფერდობია,
იქით-ლურჯი ფერდობი.
უკვე აღარ გენდობიან,
შენც არავის ენდობი.