Litclub.ge

* * * "გვიმზერს ბელადი მარმარის ქვიდან"
გვიმზერს ბელადი მარმარის ქვიდან,
ღიმი აკვდება გრანიტის ტუჩებს,
უკვირთ გამვლელებს, - როგორ და ვითარ, -
გვიმზერს ბელადი მარმარის ქვიდან.

ჩავყურებ დავთრებს, გასაქვითს ვქვითავ,
დღეს დრო-ჟამს გული სხვაგვარად უცემს,
გვიმზერს ბელადი მარმარის ქვიდან, 
ღიმი აკვდება გრანიტის ტუჩებს...