და, რა თქმა უნდა, უძნელესი იყო ბილიკი,
აქ მარტოობის ტკივილებში ჰყვაოდა ანწლი,
აქ, რა თქმა უნდა, ქალი იყო ძალიან მშვიდი,
აქ, რა თქმა უნდა, ქალი იყო ძალიან ბავშვი.
თქვენ შეგეშინდათ,
ჩემს სიცილში ჰყვაოდა ნუში.
და დაიძინეთ
რადგან ხართ გუშინ,
მხოლოდ ხართ გუშინ,
და ზოგჯერ ხვალაც,
და არ ხართ ახლა,
არასოდეს არა ხართ ახლა,
ახლა კი ისე ლამაზია ყვავილი ნუშის...