Litclub.ge

სიმღერა
მიწისპირს დააჩნდა მარტი და
სისხლი არაგვივით მიღელავს,
ჩემო უსახელო დარდო და
ჩემო ალიონის ცის ფერავ!
შემეხსნა ვერმოშუშებული
იარა ხვრიშ მარილდაყრილი,
მოვდივარ ლექსწაკიდებული,
ხელი ვარ, შლეგი ვარ ნამდვილი.
ეს ბოლო იქნება ქადილი,
აღარც ჩავიმჯიღავ მარჯვენას,
მოვდივარ მთადამთა ერწოზე,
შენ ქმარს ვაწყევლინებ გაჩენას.
მოვდივარ, ამდენ წლის ნათმენმა
ფიქრებმა გზაგრძელი გაგალეს,
კვლავ ჩემსას დაგარქმევ წაწალს და
მტრად დაგსევ მთელ ფშავის საქალეთს.
ვაითუ, არ დამხვდე, პირიმზევ,
მათურას კლდის წვერზე მღუარი,
დამხვდე და... ერთფერად მაშინებს,
შენი თანხმობაც და უარიც...