გალაკტიონ ტაბიძისადმი
არფაზე გაკრული გველი
ჩუმი ნიშნობაა მთვარის.
გათავდა ვარსკვლავთა რთველი,
აღმოხდა ცისკარი ჯვარის.
მნათობთა ეს სამოსელი
სარკეა ანგელოზთ მხარის
გაბრიელ _ ზღურბლისა მცველი
მიქაელ _ დამცემი ზარის!
ალმასით მოსთული სელი,
ტატნობზე _ ელვათა ბზარი
ზავდება კამარა ვრცელი
იხსნება ცხოვნეთის კარი.
არფაზე გაკრული გველი
ფერისცვალებაა ქნარის
ცის გარდაცვალებას ელი