დავდივარ,ცოდვები ავკინძე,
ავყვები,ხან იმ მთას, ხან ამ ხევს
და როცა ცოდვილ სულს მოვიკლავ,
ქვესკნელის ბოლოში დამარხეთ.
იქ უნდა მივუხტე რქიანებს,
იქ უნდა ვამტვრიო რქები და
აღარ მსურს არცერთი სამოთხე,
მე ისეც ცას ვწვდები მთებიდან.
მეფის ტახტს დავჯდები ჯოჯოხეთს,
ვეზირებს ფეხებზე ხუნდებით
ვუბრძანებ დაღვარეთ კუპრი და
დაავსეთ ქარვისფერ ლუდებით.
ნადიმებს გავმართავ ცოდვილთა,
ღვინო ვსვათ ქაჯთ-ნალეწ რქებიდან,
იღრევეთ!!! მეფური მიზნებით,
არწივი მოვედი მთებიდან ...