Litclub.ge

...გამოიდარა
ქარს აწვიმს,
ქარი წვიმაში მოყვა
და ნემსებივით ესობიან
მის სხეულში წვიმის წვეთები.
ის კი აწყდება ჩარაზულ ფანჯრებს
და ჩემს ოთახში მთხოვს შემოვუშვა,
თავშესაფარს მთხოვს, რადგან შემოჭრის
ტკივილისაგან არ შერჩა ძალა.
მე - როგორც ძველირომაელი იმპერატორის ბედი,
როდესაც მასზე ჰკიდია -
შეშლილ თვალებში ჩავყურებ მშვიდად
და ვფიქრობ, რომ ქარს გააჩნია თურმე თვალებიც...
ქარი კი კივის!
ხმელი ფოთლები,
რომელთაც ისიც კარგად იციან,
რომ წვიმა ბოლო წყალობაა სიკვდილის პირას
და რომ ვერც იგი ვერ გადაარჩენთ, -
მაინც საოცარ აღტაცებას აუტანიათ
და დასცინიან მომაკვდავ ჯალათს . 
ქარი კი კივის!
მიწაზეა უკვე გართხმული
და წვალობს,
მაგრამ ვერ ერევა საკუთარ სხეულს!
მე ვაღებ ფანჯრებს,
გადმოვდგები მთელი დიდებით,
სიცილს წყვეტენ ხმელი ფოთლები,
მე ხელს შევმართავ -გაშლილ ცერით და შეკრული მუშტით
და მიწისაკენ,
მიწისაკენ შემოვაბრუნებ!
. . .
გამოიდარა,
მე ვხურავ ფანჯრებს
და ვიწყებ სიცილს საკუთარ ფიქრზე.