ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
წარმავალია ნათელი,
სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
რა არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზე ოდესმე
ბალახი აბიბინდება...
იმასაც მოკლედ უვლია,
გრძლად ვინც გვეგონა იარა,
ნათელს ბნელი სჭამს, ვარდს ჭია,
კაცის გულს ჯავრის იარა
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ აქედან,
სხვას არა წაუღია რა!...