Litclub.ge

* * * "გასუქებულა"
გასუქებულა დაღლილობით სავსე ქუჩები,
სნეული სევდა დააბოტებს ხეივნის გაღმა.
ოცდამეერთე საუკუნეს ვხვდები ეჭვებით,
ვეღარ ვაშორებ დედამიწას სიბერის დამღას.
ფუტუროლოგი პოეტების განცდებით ლეშავს
სილიკონების ასწლეული პროზას და ლირიზმს.
ვირტუალურად დაბადებენ ჩვილებს დედები,
"ჰიპის" თაობას ალბათ შეცვლის თაობა "ჩიპის".